ანონსი 28 დეკემბერი

28 დეკემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

28 დეკემბერს, 10:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 დეკემბერს, 10:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

28 დეკემბერს, 10:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი A კორპუსი, III სართული, ოთახი N307

28 დეკემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ- ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ქვეყანა მორიგი ეპიდაფეთქების ზღვარზე - „ომიკრონის" გავრცელება და მძიმე ეპიდსიტუაცია. ვირუსის მოსალოდნელი მეექვსე ტალღა."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

28 დეკემბერს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

28 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფების წევრის, მედიცინის დოქტორის ზაზა წერეთლის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ქვეყანა მორიგი ეპიდაფეთქების ზღვარზე - „ომიკრონის“ გავრცელება და მძიმე ეპიდსიტუაცია. ვირუსის მოსალოდნელი მეექვსე ტალღა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

28 დეკემბერს, 11:00 საათზე, ადვოკატი და იურისტი თემურ ლომიძე, საქართველოს პროკურატურაში მთავარი პროკურორის სახელზე განცხადებას შეიტანს მოთხოვნით, პროკურატურამ მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს გამოძიება ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის 26 დეკემებრს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის საუბრობს, რომ ადამიანების კლინიკებში გარდაცვალების მიზეზი, ხშირად არა კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება.

საკონტაქტო ტელ: თემურ ლომიძე 571339333

28 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს სარჩელის განხილვა მოხდება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხება მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ.

28 დეკემბერს, 12:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 დეკემბერს, 13:30 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილებით შექმნილი „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ" თემატური მოკვლევის ჯგუფი გამართავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ზეპირ მოსმენას.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

28 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 დეკემბერს, 15:00 საათზე, ირაკლი ბათიაშვილის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება წიგნის „ირაკლი ბათიაშვილი“ პრეზენტაცია.

28 დეკემბერს, 15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

28 დეკემბერს, 17:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ საინვესტიციო კონფერენცია INVEST HUB 2022 გაიმართება.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო ტელ: 593524324

28 დეკემბერს, 18:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი III სართული)

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა