გიორგი მარგველაშვილის აქტივობაზე მე მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ჩართულობა საჭიროა ამ პროცესში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.
როგორც წერეთელი განმარტავს, გიორგი მარგველაშვილის ხედვა ღირებული იქნება.
„გიორგი მარგველაშვილის აქტივობაზე მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო. კარგია, რომ ის ჩაერთო ამ პროცესში და შეხვედრები ექნება. როგორც ვიცით, უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, ახლა აპირებს მიხეილ სააკაშვილთან, თუ დაუშვეს. ალბათ, გარკვეული მისეული ხედვაც იქნება ღირებული იმიტომ, რომ ამ პროცესში ყველა ადამიანის, მით უმეტეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ჩართულობა იქნება საჭირო, რათა ხელისუფლებამ ხელი არ აიღოს ამ პროცესზე და არ შექმნას სერიოზული წინააღმდეგობები”, - განაცხადა წერეთელმა.