17 დეკემბრს, 10:30 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).
17 დეკემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (Cკორპუსი, V სართული).
17 დეკემბერს, 11:00 საათზე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო 2 წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაესწრება.
მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“, 26 მაისის მოედანი N1
საკონტაქტო: 599 499 004 თათია წერეთელი
17 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის „დამოუკიდებლობის დარბაზში" დავით ქაცარავა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ განცხადებას გააკეთებს და პროცესის ამსახველ დოკუმენტურ მასალას წარადგენს.
მის: ლადო გუდიაშვილის ქ. 7
17 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან მასწავლებლები აქციას გამართავენ.
თემა: სტატუსის შენარჩუნება, სასწავლო წლის ბოლომდე და სამუშაო ხელშეკრულების გაგრძელება გამოცდის დანიშვნამდე.
17 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ანგარიშის - ,,2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი საქართველოში'' პრეზენტაციას გამართავს. (პრეზენტაციაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც აქვთ „მწვანე პასპორტი“).
საკონტაქტო: 32 2 37 69 50; 32 2 38 46 48
მის: ა. გახოკიძის 11ა, 0 სართული, („ადამიანის უფლებათა სახლის“ საკონფერენციო დარბაზი“).
17 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).
17 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.
17 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს „რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრი მთავარში" განცხადებას გააკეთებს.
თემა: „მწვანე პასპორტით" დაზარალებული რეგულაციების დამცველი ბიზნესი.
მის: ერწოს ქუჩა 11.
საკონტაქტო: 599 726565
17 დეკმბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.
17 დეკემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "GRANT THORNTON GEORGIA"-ს პარტნიორობის ფარგლებში, სამეცნიერო დისკუსია - „სამართალი და ბიზნესი: გამოწვევები და შესაძლებლობები" გაიმართება.
მის: თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73 ( მე-3 სართული, ოთახი 305) .
საკონტაქტო: ანანო წივწივაძე - 599563455
17 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“, კვლევა „საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფა და უგულებელყოფის პოლიტიკა“-ის პრეზენტაცია გაიმრატება.
მის: გუდიაშვილის
17 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიებას გამართავს.
მისამართი: სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია", რესპუბლიკის მოედანი N1.
17 დეკემბერს, 15:15 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული).
17 დეკემბერს, 15.30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პარტიის ოფისში კობიაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილებასა და 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარს გააკეთებს.
მის: ბარნოვის 40
საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08
17 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მეორედ მოინახულებს.