მიხეილ ყაველაშვილი - ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა აღიაროს დანაშაულები, საზოგადოებას უნდა შეურიგდეს, გამწარებულ ადამიანებს - თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ წარმოუდგენელია შერიგება

ჯერ ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა აღიაროს დანაშაულები, რომელიც მისი მმართველობის დროს განხორციელდა, საზოგადოებას უნდა შეურიგდეს, გამწარებულ ადამიანებს - თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ წარმოუდგენელია შერიგება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტებთან ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე და ეროვნულ შერიგებაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას.

ამასთან, ის გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივასაც პოლარიზაციის შემცირებაზე და აღნიშნა, რომ ის მიხეილ სააკაშვილთან შერიგებას არ გულისხმობდა.

"ჯერ ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა აღიაროს დანაშაულები, რომელიც მისი მმართველობის დროს განხორციელდა, საზოგადოებას უნდა შეურიგდეს, იმ გამწარებულ ადამიანებს, თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ წარმოუდგენელია შერიგება. როცა არჩევნებს არ აღიარებ, ქუჩაში გამოდიხარ, რევოლუციისკენ მოუწოდებ, ამბობ, რომ "ქართული ოცნება" რუსეთის პროექტია და ა.შ. როგორ გგონიათ ასეთი დამოკიდებულებით, რასაც აკეთებენ, შერიგებას რას ეძახიან? რუსეთის გუბერნია თუ არის და რუსეთისკენ მიჰყავს "ქართულ ოცნებას", როგორ უნდა შეურიგდეს? რიტორიკა უნდა შეცვალოს და პირველი რაც უნდა გააკეთოს, აღიაროს დანაშაულები, რაც ჩაიდინა,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს ასევე მეუფე იაკობის განცხადების თაობაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ შერიგება ეკლესიაში უნდა მოხდეს და თუ არის მზად "ქართული ოცნება" მიიღოს ამაში მონაწილეობა, ყაველაშვილმა უპასუხა: "ეკლესიაში რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა "ქართულმა ოცნებამ"?

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა