ლევან გოგიჩაიშვილი - სასამართლოზე ვუსმენდი ადამიანს, რომელიც ჩარჩენილია 2003 წელში, ვუსმენდი ადამიანს, რომელსაც სინანული არასდროს ექნება - სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს

ლევან მურუსიძე იმიტომ კი არ სჭირდებათ, რომ ის რაღაც სამართალს უზრუნველყოფს, მურუსიძე სჭირდებათ, როგორც მონა - როცა დასჭირდებათ ხელი მოაწერინონ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ისაუბრა.

გოგიჩაიშვილის თქმით, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ არ მოსწონს დღეს არსებული სასამართლო სისტემა, მიზეზი უნდა დააკონკრეტოს. ამასთან, მისი თქმით, „სააკაშვილი არის იქ, სადაც უნდა იყოს“.

„მე ვიცი, რატომ არ მომწონს ეს სასამართლო, მაგრამ ნიკა გვარამიას რატომ არ მოსწონს? თქვას. ასევე თქვას სააკაშვილმა. რატომ არის ცუდი, მის წიღში გამოზრდილი ლევან მურუსიძე, უღალატა და იმიტომ? თუ ობიექტურობა დაკარგა? ან ადრე კარგი იყო და ახლა ცუდი გახდა? რაღაც რეცეპტი ხომ უნდა ვიცოდეთ ... რას ნიშნავს სისტემა გაუმართავია? ე.ი. მაშინ ასრულებდნენ (სასამართლო სისტემაში) რჩევა-დავალებებს და ახლა ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს. ე.ი. სასამართლო საფუძველშივე იყო გახრწნილი“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებზე, მაგრამ მთავარი კითხვაა, უნდა გასამართლდეს თუ არა სააკაშვილი არსებული სასამართლო სისტემის მიერ, რაზეც „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებდა.

„მე ამაზე ვაფრთხილებდი. პასუხი იყო ის, რა შედეგიც საბოლოო ჯამში დადგა. ლევან მურუსიძე იმიტომ კი არ სჭირდებათ, რომ ის რაღაც სამართალს უზრუნველყოფს, მურუსიძე სჭირდებათ, როგორც მონა - როცა დასჭირდებათ ხელი მოაწერინონ. მაინტერესებს, როდესაც საკუთარ თავთან რჩებიან, არ რცხვენიათ იმის, რომ მთელი ცხოვრება მონები არიან? ჯერ ზურაბ ადეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის მონები იყვნენ და მერე აქეთ გადმოიბარეს ან პროკურორებს არ რცხვენიათ?“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლას, გოგიჩაიშვილის შეფასებით, შთაბეჭდილება დარჩა, რომ „დიქტატორები არ იცვლებიან“.

„იმ დღეს ვუსმენდი ადამიანს, რომელიც ჩარჩენილი არის 2003 წელში. ვუსმენდი ადამიანს, რომელსაც სინანული არასდროს ექნება. რა ილაპარაკა გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილზე... ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანების აღქმაში მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა და ვერაფერი გადაფარავს იმას, რაც მან გააკეთა, თუნდაც პოზიტიური თვალსაზრისით“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სასამართლოზე ვუსმენდი ადამიანს, რომელიც ჩარჩენილია 2003 წელში, ვუსმენდი ადამიანს, რომელსაც სინანული არასდროს ექნება - სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა