ირაკლი ზარქუა - წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები საფრანგეთის სასამართლოში რომ ყოფილიყო, ალბათ, სამუდამოს მიუსჯიდნენ

წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები საფრანგეთის სასამართლოში რომ ყოფილიყო, ალბათ, სამუდამოს მიუსჯიდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა არასოდეს განუხორციელებია და ამის დასტურია სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც სააკაშვილი დადანაშაულებული იყო გირგვლიანის საქმეზე.

მიხეილ სააკაშვილს არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნია - დანაშაულებს, ახალგაზრდა ადამიანების ხოცვას, ბიზნესის რეკეტს, ციხეში წამებას შეცდომად მიიჩნევს. ზოგ შემთხვევაში, საერთოდ თავი აარიდა ყველაფერს და ვანო მერაბიშვილს გადააბრალა, რომელსაც ხერხემალს უწოდებდა. ჩვენი სააკაშვილი სწორედ ეს ფენომენია. გირჩევდით და საკუთარ თავსაც ვურჩევდი, რომ ამ ადამიანს შევეშვათ! სააკაშვილი ზღაპრებს ყვებოდა და თუ განსხვავებული პოზიცია აქვს, შეუძლია, იჩივლოს და საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივროს. ამას არ აკეთებს, რადგან აპრიორში იცის, რომ დასავლეთის სასამართლოც იგივეს მიუსჯის. ნიკოლა სარკოზის მისჯილი ჰქონდა და ახლაც იხდის. საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მეუღლე ფიქტიურად დაასაქმა, ხუთი წელი მიუსაჯეს. წარმოგიდგენიათ, სააკაშვილის დანაშაულები საფრანგეთის სასამართლოში რომ ყოფილიყო, ალბათ, სამუდამოს მიუსჯიდნენ, მის მუხლებს კი ამნისტია შეეხო და ექვსი წელი გამოვიდა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა