მამუკა არეშიძე - თუ შს მინისტრი რაც უნდა იმას აკეთებდა, მაშინ სააკაშვილი თვითონ კი არ უნდა გადამდგარიყო, ჯერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცა დამნაშავეები

თუ შს მინისტრი რაც უნდა იმას აკეთებდა, მაშინ სააკაშვილი თვითონ კი არ უნდა გადამდგარიყო, ჯერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცა დამნაშავეები, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეუძლებელია სააკაშვილი საქმის კურსში არ ყოფილიყო ივანე მერაბიშვილი რას აკეთებდა.

„მისი პრეზიდენტობის პერიოდში აბსოლუტურად გამორიცხული იყო. დაუშვათ მოხდა ავად გახდა ვერ დაესწრო და ასე შემდეგ, მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფო არ გვქონია, მაშინ რა ააშენა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. ამბობენ, რომ სახელმწიფო ააშენეს და შექმნეს ვერტიკალი, მაგრამ არ გვქონია ეს ვერტიკალი, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი რაც უნდა იმას აკეთებდა. დაუშვათ ასეც მოხდა, რომ გააკეთა: პირველი, სახელმწიფო არ გვქონდა, მეორე, მაშინ თვითონ კი არ უნდა გადამდგარიყო, არამედ ჯერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცა დამნაშავეები და მერე გადაედგა ეს ნაბიჯი, თუ თვითონაც უარყოფითად აფასებს იმას, რაც 7 ნოემბერს მოხდა“, - აღნიშნავს არეშიძე. ამასთან, როგორც არეშიძე განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის მესიჯი დასავლეთსა და მის მხარდამჭერებზე იყო გათვლილი. „მიხეილ სააკაშვილმა ტემპორიტმი შეიცვალა, თუ რამე ყურადღება მისაქცევია ეს არის მისი გამოსვლის დრამატურგია დღეს. აბსოლუტურად განსხვავებული იყო, ცდილობდა ყოფილიყო მშვიდი და ნაკლებად ემოციური, რაც მისთვის არ არის დამახასიათებელი. მიხეილ სააკაშვილის მესიჯი დასავლეთზე და საზოგადოების იმ ნაწილზე იყო ორიენტირებული, რომელიც მხარს უჭერს, რომ ყოველგვარი ემოციისა და ექსესიური ემოციების გარეშე მისულიყო“, - განაცხადა არეშიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა