პროკურორი - ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს მის მიმართ არსებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად სასამართლო პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა. ამასთან წიკლაურის განცხადებით, ბრალდების მხარე ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და „მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სხდომაზე თუ არა შემდეგ სხდომებზე აუცილებლად მოუწევს მის მიმართ არსებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა“.

„რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, საზოგადოებას მოეხსენება, თითქმის 2 თვის მანძილზე ადვოკატების, თავად ბრალდებულ მიხეილ სააკშვილის დაჟინებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ მას არ ეძლეოდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება, მას არ ჰქონდა თითქოს შესაძლებლობა მართლმსაჯულების პროცესში მიეღო მონაწილეობა, ამის საპასუხოდ მინდა განვაცხადო, დღეს რა ვიხილეთ, ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და გაეცა პასუხები კონკრეტულ შეკითხვებზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, მათ სასამართლო გამოიყენეს, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა და მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგებისთვის აქციეს დღევანდელი სასამართლო სხდომა. მზად ვიყავით წარმოგვედგინა მტკიცებულებები, უტყუარი ფაქტები 7 ნოემბრის დარბევაზე, პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების დანაშაულებრივად წართმევაზე. ყველა ეს შეკითხვა გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან, ნაცვლად იმისა, რომ ამ შეკითხვებს გასცემოდა პასუხი მათ მხოლოდ პოლიტიკური გამოსვლისთვის გამოიყენეს სხდომა.

გარდა ამისა, ვიხილეთ - მის ამ გამოსვლაში შეფასება გაკეთდა, რომ 7 ნოემბრის საქმე მასთან კავშირში არ არის და თითქოს ივანე მერაბიშვილმა დაარბია მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. მან რაც ყველაზე ხაზგასასმელია 28 წლის სანდრო გირგვლიანის წამების მკვლელობას "პიარული" და მოგონილი საქმე უწოდა, მაშინ როდესაც უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მან პირადად დააფარა ხელი ამ უმძიმესი დანაშაულის დამკვეთებს და ორგანიზატორებს. ამ ხელის დაფარებისთვის არის ის მსჯავრდებული და არა რაღაც ცალკე აღებული შეწყალებისთვის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნაცვლად იმისა, რომ ყველა შეკითხვას გასცემოდა პასუხი, ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადებები უკრაინაზე, ვენესუელაზე და სხვადასხვა გაურკვეველ გარემოებებზე, რომელსაც დღევანდელ სასამართლო განხილვებთან არავითარი კავშირი ჰქონდა. ამასთან მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემზე პერსონალურად ან ჩემს კოლეგებზე - ბრალდების მხარეზე როგორი დისკრედიტაციის მცდელობა ან შეურაცხყოფა არ უნდა იყოს. ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, ვერ დაგვაბრკოლებს, ეს არ იქნება რაიმე ფორმით ჩვენთვის ხელის შეშლის საფუძველი. ჩვენ როგორც ბრალმდებლები ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სხდომაზე თუ არა შემდეგ სხდომებზე აუცილებლად მოუწევს მის მიმართ არსებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა