ფრიდონ ინჯია - ის დაპირისპირება და ომი, რაც ახლა უკრაინაშია, გარკვეულწილად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა - ის აზიის ქვეყნებშიც სჭირდებოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ

ის დაპირისპირება და ომი, რაც ახლა უკრაინაშია, გარკვეულწილად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა - ის აზიის ქვეყნებშიც სჭირდებოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ გააკეთა.

ინჯიას თქმით, იქ სადაც სააკაშვილია, არის ნგრევა, ომი და უბედურება. ინჯიამ დღეს განაცხადა ისიც, რომ კარგი იქნება თუ “ქართული ოცნება“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენების გამოძიებას დაიწყებს, “ასეთ შემთხვევაში ყველა, ვინც ამ პროცესში დამნაშავე იყო, თავის ადგილს ნახავს“.

“ყოფილი პრეზიდენტის რეანიმობილიდან გადმოყვანის კადრებმა აჩვენა, როგორი ადამიანი არ უნდა აირჩიო ქვეყნის პრეზიდენტად. მიხეილ სააკაშვილში არაფერი შეცვლილა. გაიხსენეთ, როგორი სცენა დადგა მან 2003 წელს და როგორი შემართებით უტევდა კობა ნარჩემაშვილს. შეადარეთ სცენა ბადრაგებთან - აბსოლუტურად ერთი და იგივე. მასში არაფერი შეცვლილა და ყველაფერი რაც ახლა სააკაშვილის ირგვლივ ხდება, მის თავში იხარშება. ის ადგენს სიას, ვინ უნდა იშიმშილოს, ვინ რა უნდა გააკეთოს. ეს ყველაფერი მისგან მოდის. სააკაშვილს მოუწევს იჯდეს ციხეში მინიმუმ ექვსი წელი, რადგან მას არავინ მიიღებს. ის მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის. სადაც ის არის, იქ ნგრევაა - საქართველოში დაინგრა განათლება, დავშორდით აფხაზ ძმებს, ჩაბარდა და გაიყიდა საქართველოს მიწები, ზურგი ვაქციეთ 1-მილიონ ქართველს რუსეთში. ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა. იგივე გაკეთდა უკრაინაში - რომ არა მისი სპეცრაზმელები, ის მაიდანი იმ სახით როგორიც იყო - ე.წ. ვარდების რევოლუციის ტყუპისცალი, შეიძლება არ მომხდარიყო“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას