მიხეილ სააკაშვილს აქვს მისჯილი და უნდა იყოს იქ, სადაც არის - ძალიან კარგად იცით, რამდენი გაუბედურებული ადამიანი არსებობდა მისი რეჟიმის დროს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გააკეთა.
ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი მზადდებოდა, რაც, მისივე თქმით, ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნებოდა.
"აბა როგორ არის, როცა ადამიანი არჩევნების წინა დღეებში ჩამოდის?! დაველოდოთ გამოძიებას და ალბათ ნათელი მოეფინება, რა როგორ იყო. მაქვს მოლოდინი და რწმენა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო როგორც ყოველთვის ძალიან გონივრულად მოიქცევა, თავიდან აირიდებს პროვოკაციებს, რაც არ უნდა მოხდეს და არ უნდა მომხდარიყო. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს სამშობლოსა და მომავალს გაუხარდება", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უძლიერესი პრემიერ-მინისტრია.