შალვა პაპუაშვილი - იქ, სადაც “ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს აგებს, მათი მხარდამჭერების მობილიზება ხდება - რუსთავშია ჩასული ვანო მერაბიშვილი და არის პროვოკაციების რისკი

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობა“ ხედავს, რომ არჩევნებს აგებს, მათი მხარდამჭერების მობილიზება ხდება.

როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რუსთავში ჩასულია ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე და არის რისკი იმისა, რომ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. მისივე თქმით, დმანისში, სოფელ ინგაჩაიში კახა ოქრიაშვილი ტელევიზიებთან ერთად მიემგზავრება და იქაც პროვოკაციის რისკია.

ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა.

„უბნებთან ცხრა ინციდენტი დაფიქსირდა და ცხრავე ამოწურულია. ყველა ინციდენტი სიტყვიერი შელაპარაკების დონეზე მიმდინარეობდა. მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება თავშეკავებული იყვნენ. მნიშვნელოვანია ეს დღე ბოლომდე მშვიდობიანად მივიდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა