მიხეილ ყაველაშვილი - მე-18 დაპირებაა მგონი სააკაშვილის მხრიდან, ხან ზღვით გადმოდის, ხან ჰაერით, ხან გვირაბით, ყველა ხუმრობა ამოიწურა მასთან დაკავშირებით

მე-18 დაპირებაა მგონი სააკაშვილის მხრიდან, ხან ზღვით გადმოდის, ხან ჰაერით, ხან გვირაბით, ყველა ხუმრობა ამოიწურა მასთან დაკავშირებით - 18- ჯერ „გადააგდო“ თავის ამომრჩეველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სააკაშვილი, ალბათ, სიტუაციას დააკვირდება და იმის მიხედვით იმოქმედებს. ყაველაშვილის განცხადებით, სააკაშვილი დამნაშავეა და ჩამოსვლის შემთხვევაში მას დააკავებენ.

„გულთმისანი არ ვარ, რას იზამს სააკაშვილი, ნამდვილად არ ვფიქრობ მის ჩამოსვლაზე და არჩამოსვლაზე. თუ ჩამოვა, კანონი უნდა აღსრულდეს, ეს ყველამ ვიცით. ყველამ ვიცით, ეს ემსახურება არჩევნების თემას, ალბათ, დააკვირდება სიტუაციას, როგორი იქნება გარემო და იმის მიხედვით იმოქმედებს, ახალი არაფერია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი იყო ქვეყნის პირველი პირი და დღეს ასეთ მდგომარეობაშია და ასეთი განცხადებების გაკეთება უწევს. არც პასუხისმგებლობას გრძნობს, მე-18 დაპირებაა მგონი მისი მხრიდან, ხან ზღვით გადმოდის, ხან ჰაერით, ხან გვირაბით აპირებს შემოსვლას, ყველა ხუმრობა ამოიწურა მგონი ამ ადამიანთან დაკავშირებით. ამით ცოცხლობს ეს ადამიანი, ამით ცდილობს, ყურადღების ცენტრში იყოს. იმის იქით, რასაც ის განცხადებას აკეთებს, უბრალოდ საპნის ბუშტია, არაფერი გაუკეთებია და ასე მართავდა ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილმა თავის ამომრჩეველი 18- ჯერ „გადააგდო", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. მან სოციალურ ქსელში ნაყიდი ბილეთიც გამოაქვეყნა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა