გიორგი ნონიაშვილი - ყველგან კორუფციაა შესული და ჩინოვნიკების პირად ინტერესებს ემსახურება სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც ადამიანების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს

ყველგან ბოლომდე კორუფციაა შესული და ჩინოვნიკების პირად ინტერესებს ემსახურება სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ადამიანების კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციის შეთანხმებულმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა ბრიფნგზე განაცხადა.

გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ კორუფციასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

გიორგი ნონიაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციის პრობლემები საერთოდ არ არის.

„დღეს ჩატარდა ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი, რომელიც უტიფრად გვიმტკიცებდა, რომ ამ ქვეყანაში კორუფციის პრობლემები საერთოდ არ არის და პირიქით მოწინავე ადგილებზე ვართ და ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ ანტიკორუფციული მიმართულებით და სამწუხარო ამბავია, რომ ასე უტიფრად იტყუება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როცა საქართველოს თითოეული მოქალაქემ იცის, რომ ქალაქებში და სოფლებში ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე ყველგან ბოლომდე არის კორუფცია შესული და ადგილობრივი ჩინოვნიკების პირად ინტერესებს ემსახურება სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ადამიანების კეთილდღეობას. მაგალითათ, საქართველოს წლიური შესყიდვები, რომელიც არის 5 მილიარდი აქედან 1 მილიარდზე მეტი იხარჯება გამარტივებულ, უტენდერო შესყიდვებში, სადაც პირდაპირი კორუფციული რისკები არსებობს და შედარებისთვის, როცა ევროპულ ქვეყნებს ადარებს ღარიბაშვილი ჩვენს ქვეყანას, 21%-ია საერთო შესყიდვების გამარტივებული რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაჩვენებელს 3-4 ჯერ აღემატება, მე მინდა შევახსენო საზოგადოებას თავად ღარიბაშვილის ოჯახი როგორ არის კორუფციაში ჩართული, ამის ნათელი მაგალითი არის შპს “სერპანტინი”, რომელმაც 2012-2020 წლამდე 120 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფოსგან, შპს “სერპანტინი” არის ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის და მასთან დაახლოებული პირის გიორგი ზედელაშვილის დედა არის მესაკუთრე და თამარ ჯანყარაშვილი, რომელიც ამავდროულად არის ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ნათესავი და ეს კომპანია წლიდან წლამდე იგებს ტენდერებს და ასევე გამარტივებულ შესყიდვებში მსხვილ თანხებს“, - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

ბესიკ დონაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გასავალი არის უფრო მეტი, ვიდრე შემოსავალი.

„მინდა შევახსენო მოძალადე, კორუმპირებულ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე საქმე მისი კორუმპირებული გარიგებებიდან. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ - მინისტრობის პერიოდში ლაშა ჩხარტიშვილის კომპანიას 1 ლარად გადასცა მიწის ნაკვეთი სიღნაღში და ასევე მოუხსნა პირგასამტეხლოს გადასახადი. პოსტიდან წასვლის შემდგომ, როდესაც ივანიშვილმა გამოაგდო სამსახურიდან, ვანო ჩხარტიშვილმა მის კომპანიაში დაასაქმა და წელიწადში 240 000 ლარს უხდიდა.

ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს „ნახიდური ჰესის“ მშენებლობაზე ნებართვა გიორგი კვირიკაშვილმა მისცა. ღარიბაშვილის მამის პარტნიორები არიან უჩა მამაცაშვილი და მისი პარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობისას ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიას „ქართული სპორტი“ გამარტივებული წესით გაუფორმა 70 000 ლარის კონტრაქტი. ღარიბაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გასავალი არის უფრო მეტი, ვიდრე შემოსავალი. ასევე მას ქონება შეძენილი აქვს მისი მეუღლის სახელზე, რომელსაც არ აქვს შემოსავალი. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს, რომელიც არის შემოსავლის არმქონე, „ქართუ ბანკმა“ 200 000 ლარამდე სესხი მისცა. მხოლოდ ეს სამი საქმე არის საკმარისი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და პრემიერი აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, იმიტომ რომ პრემიერი არის მოძალადე და კორუმპირებული. ამ საქმეებს თავისი მტკიცებულებებით ჩავაბარებთ კანცელარიაში, რომელიც ხვალ დილით აუცილებლად ექნება მაგიდაზე, კიდევ ერთხელ გადაიკითხოს და გაიხსენოს მისი კორუფციული სქემები", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა