ივანე ჩხარტიშვილი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართველი ბიზნესმენი 1999-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
2000-2001წწ. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი; 2001-2004წწ. საქართველოს "გადამხდელთა კავშირის" თანათავმჯდომარე.
მისი ინიციატივით დაარსდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო ჰოლდინგი „სმარტ კაპიტალ გრუპი“, რომელმაც მრავალფეროვანი საინვესტიციო პროექტების საშუალებით, დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
მისი ოჯახი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. 2012 წელს მეუღლესთან, ნანა გოთუასთან ერთად დააფუძნა ფონდი „ქართული გალობა“, 2016 წელს სმენადარღვეული ბავშვების სრულყოფილი მომსახურებით აბილიტაცია- რეაბილიტაციის ფონდი „აი ია“.