პრემიერ-მინისტრმა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლი დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა.

მათივე განმარტებით, ფონდ “ქართუს” დაფინანსებითვე, სახლ-მუზეუმის მიმდებარედ წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი და სამრევლო სკოლა აშენდა. მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა