ოთარ დანელია - ნოქალაქევის რეაბილიტაციის პროექტი ამიერკავკასიაში უპრეცედენტოა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ოთარ დანელიამ, სენაკში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ვახტანგ გადელიას წარდგენაზე განსაკუთრებული ყურადღება ნოქალაქევის ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პროექტზე გაამახვილა.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, ნოქალაქევის რებილიტაციის პროექტი ამიერკავკასიაში უპრეცედენტოა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება.

„ჩვენთვის და ბევრი ჩვენგანისთვის ეს პროექტი იყო ყოველთვის სიმბოლური და გადაჭარბებული არ იქნება თუ ხაზს გავუსვამ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობას და „ფონდ ქართუს“ ფინანსურ მხარდაჭერას ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში. ეს გახლავთ ამიერკავკასიაში უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორც მისი კონსერვაციის, ასევე მისი რეაბილიტაციის ნაწილში. ამ დროისთვის, მხოლოდ სამუშაოების მესამედია შესრულებული და წარმოიდგინეთ რა მასშტაბზეა საუბარი.

როგორც ბატონმა კახა კუჭავამ ბრძანა, ეს იქნება ეკოტურიზმის, აგროტურიზმის ნაწილში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული დანიშნულების ადგილი. ამიტომ მას აქვს, არა მხოლოდ ისტორიული, არამედ ტურისტული დატვირთვაც, მაგრამ ამ ადგილის ყველაზე დიდი, დიადი და მნიშვნელოვანი დატვირთვაა საქართველოს გაერთიანება, რომელიც თავის დროზე მოახერხა გურჯმა. სწორედ, ნოქალაქევი გახლავთ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო ისევე, როგორც სამეგრელოა საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სამეგრელოში დევს აფხაზეთის გასაღები და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“, - განახადა ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული ურთიერთობა, ის სწორი მიმართულება, რომელიც მოიტანა ,,ქართული ოცნების’’ პრაგმატულმა პოლიტიკამ.

„მინდა შევეხო არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ზავის დადებას - ფასილიტატორის როლის მორგებას. როდესაც ქვეყანა ასეთ სტატუს იღებს ეს არ არის ერთი, ან ორი ქვეყნის გადაწყვეტის საკითხი, ეს არის მაღალი ნდობის, მაღალი დელეგირების შედეგად მიღებული მანდატი და დიდი მადლობა ბატონო პრემიერო ამისთვის. მინდა ჩვენს კანდიდატს წარმატებები ვუსურვო. თუ თითოეულ ჩვენგანს გვექნება რაიმე რესურსი, რომ ამ მუნიციპალიტეტისთვის და ქალაქის განვითარებისთვის გავაკეთოთ, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა