„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭო დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის დღევანდელ ყრილობაზე, როგორც რიგითი მხარდამჭერი იმყოფებოდა.
„უარი ვთქვი თანამდებობაზე, გენმდივნობაზე და ა.შ. აღარ ვიქნები პოლიტიკური საბჭოს წევრი, მისული ვიყავი ყრილობაზე, როგორც „ევროპული საქართველოს“ რიგითი მხარდამჭერი. ვგულშემატკივრობ იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიაში დარჩნენ და რომლებიც ამ პარტიას მომავალ საარჩევნო ციკლში წაუძღვებიან“, - განაცხადა კაპანაძემ.
კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის „ევროპულ საქართველოს“, კაპანაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„რაც გითხარი, ეს არის ჩემი კომენტარი, ამის იქით არც ერთი სიტყვა“, - აღნიშნა კაპანაძემ.
დღეს, „ევროპული საქართველო“ დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ, გოკა გაბაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა დატოვეს.