გიგა ბოკერია - სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად

სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად“,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით.

როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, ყოფილმა თანაგუნდელებმა პარტიის დატოვებაზე გადაწყვეტილება რთულ დროს მიიღეს.

„სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ.

ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის.

რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ მოსაზრებას, მათ გადაწყვეტილებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ერთად გავლილი გზისთვის, წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, თუ ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერებს და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს“,-აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს. როგორც მან განაცხადა, პარტიული პაუზა აიღო, თუმცა „პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში“ რჩება. „ევროპული საქართველო“ დატოვა ასევე კიდევ ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ. ამასთან, პარტია დატოვა პოლიტიკოსმა ლევან თარხნიშვილმაც. ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა