ანონსი  9 აპრილი

9 აპრილს, 09:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის წევრები, 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08.

მის: რუსთაველის გამზ. N8, პარლამენტის შენობის წინ.

9 აპრილს, 11:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტ თბილისში“ გაიმართება ცენტრი „ემპათიას“ მიერ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია.

მის: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო: 599 88 54 68

9 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ივერთუბანში, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შედეგად დაღუპული გმირის, თამუნა დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნება.

მის: ივერთუბანი, ნიკოლოზ ხუდადოვის სახელობის ქუჩის მიმდებარედ ( არმისული „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურთან).

საკონტაქტo: მაია სულაბერიძე - 577 152160

9 აპრილს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები 9 აპრილის მემორიალთან პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

რუსთაველის გამზირი.

9 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

ადგილი პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

9 აპრილს, 12:00 საათზე, დამოუკიდებლობის 30 წლისადმი მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით, "სტრატეტია აღმაშენებელი" ღონისძიებას გამართავს, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებს უმასპინძლებს

მის: რესპუბლიკის მოედანი 6 (რესპუბლიკა ტერასა)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

9 აპრილს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მთავრობის წარმომადგენლები, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის: პაატა სააკაძის #1

საკონტაქტო: ნუცა წერეთელი - 577 420121

9 აპრილს, 13:00 საათზე, ევროპის მოედნიდან საქართველოს საპატრიარქომდე გია გაჩეჩილაძე თანამოაზრეებთან ერთად მსვლელობას გამართავს, რომელიც „დედაენის ბაღში“ დასრულდება.

9 აპრილს, 13:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გალელი ახალგაზრდები შეიკრიბებიან და საზოგადოებას საკუთარ გზავნილს გადასცემენ.

საკონტაქტო: 593 98 52 62

9 აპრილს, 14:00 საათზე, ტელეკომპანია "ფორმულა" გამართავს საგანგებო ბრიფინგს. თემა: თავდასხმა და ზეწოლის ფაქტები "ფორმულაზე".

მის: ვაჟა - ფშაველას გამზირი #45

ტელეკომპანია "ფორმულას" შენობა

9 აპრილს, 15:00 საათზე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის შეხვედრა გაიმართება ფრანგ ბიზნესმენთან, მანტა რეი ჯგუფის გენერალურ დირექტორთან, მარსელ ბენჰამუსთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N704 (C კორპუსი, VII სართული)

9 აპრილს, 17:00 საათზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადებები გაკეთდება.

მის: ინგოროყვას 7

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა