ლადო პაპავა - ვის დარჩება საქართველო - რუსეთს თუ დასავლეთს?

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, საშინაო პოლიტიკაში არსებული პრობლების გამო კარგა ხანია თქვენთან არ გვისაუბრია ეკონომიკის აქტუალურ თემებზე. ამ თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ჩვენი საუბარი მაინც ეკონომიკასთან დაკავშირებული თემებით უნდა დავიწყოთ.

პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკას კარგა ხანია პრობლემები აქვს. ცოდნასა და მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკები ვისაც აქვს, ვხედავთ, რომ იმ ქვეყნებსაც უჭირთ გაუმკლავდნენ პრობლემებს.

არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ახორციელებდა იმ გეგმას, რომელიც მან პანდემიასთან გამკლავების ფარგლებში შეიმუშავა. ლამის 11% ეკონომიკური ვარდნის ფონზე უამრავი ვალი იქნა აღებული და იყო მოლოდინი, რომ იგი მეტ-ნაკლები წარმატებით მოხმარდებოდა მიმდინარე პრობლემების დაძლევას.

თქვენ როგორ შეაფასებდით პანდემიის პირობებში ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას?

- დაზუსტებისთვის - 11 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით და ეს სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგანაც წინა წლის წლის დასაწყისში ჯერ არ იყო პანდემია დაწყებული და არც შესაბამისი ეკონომიკური კრიზისი იყო ინიცირებული.

პანდემია და მისით განპირობებული ეკონომიკური კრიზისი დაიწყო 2020 წლის მარტიდან. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი 2-ჯერ 2020 წლის გაზაფხულზე და გვიანი შემოდგომიდან ჩაიკეტა, რაც ბუნებრივად აისახა ეკონომიკურ ვარდნაზე.

პანდემიის პირობებში ეკონომიკური პოლიტიკის შეფასების რაიმე საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმი მსოფლიოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ამგვარ კრიტერიუმზე საუბარი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა კრიზისი დასრულდება და საერთაშორისო გამოცდილების განზოგადება იქნება შესაძლებელი. მთლიანობაში საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას პანდემიის პირობებში ვაფასებ დადებითად.

მთლიანობაში საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას პანდემიის პირობებში ვაფასებ დადებითად

სრულად ვიზიარებ თქვენ მოსაზრებას, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები პანდემიის პირობებშიც ბევრად უფრო წარმატებულები არიან. თუნდაც ეს მაგალითი უნდა გახდეს ყურადსაღები საქართველოს მთავრობისთვის, რომ რაც შეიძლება ოპერატიულ რეჟიმში უნდა განახორციელოს ეკონომიკის ამ წარმატებულ მოდელზე გადასვლის ინიცირება.

- კარგია, რომ მთავრობამ უმუშევრად დარჩენილი ხალხის სოციალური და კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ გადახდა თავის თავზე აიღო, რითაც მოსახლეობას გაუიოლა ზამთრის გადატანა.

ვიცით, რომ უამრავი თანხები გაიცა ერთჯერადი დახმარების სახით. ხელისუფლებამ საშუალო და მცირე ბიზნესებს შეღავათიანი სესხების მიღების საშუალება მისცა. იპოთეკური სესხები გაიცა მშენებლობის სფეროზე, ასევე სესხები მიეცათ რესტორნებსა და ფიტნესკლუბებს, სამთო ტურიზმის ბიზნესს, სუბსიდირება გაიცა იმ საწარმოებზე, ვინც პირველადი მოხმარების პროდუქტს ქმნიდა. ხელისუფლებამ მოახერხა შემოტანილი ფქვილისა და ზეთისა და სხვა პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების სუბსიდირება.

მაგრამ, ვერავინ იტყვის, რომ ერთჯერადად გაცემულმა დახმარებებმა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა ხალხს ყოფა. ვერც იმას, რომ გაცემულმა სესხებმა გადაარჩინა ბიზნესები. ანაც სუბსიდირების მიუხედავად რატომ გაიზარდა ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ზეთი, შაქარი, წიწიბურა და სხვა.

რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ჩემს მიერ ჩამოთვილ მიმართულებებზე ხელისუფლების მიერ დახარჯული ფინანსები და შეეძლო თუ არა მთავრობას იმავე მიმართულებებზე მეტი დაეხარჯა, რომ პანდემიის პირობებში მისი საქმიანობა ხალხისთვის უფრო ეფექტური ყოფილიყო?

- აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანათა რიცხვს არ განეკუთვნება, რის გამოც მისი ეკონომიკური შესაძლებლობებიც შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ის თანხები, რაც გაიცა მოსახლეობასა ბიზნესზე მათი გადასახედიდან ცოტაა, ხოლო მთავრების ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე კი ბევრია.

რა თქმა უნდა, მეტი რესური, რომ ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკას უკეთესი იქნებოდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ტურიზმსა და მომსახურების სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკა ძლიერი ვერასდროს ვერ იქნებოდა და ვერც იქნება. ჩვენ დღეს ვიმკით იმ შეცდომებს, რაც დაშვებულ იქნა წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განუვითარებლობის გამო.

უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ტურიზმსა და მომსახურების სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკა ძლიერი ვერასდროს ვერ იქნებოდა და ვერც იქნება. ჩვენ დღეს ვიმკით იმ შეცდომებს, რაც დაშვებულ იქნა წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განუვითარებლობის გამო

სამართლიანად ითვლება, რომ პანდემიამ არა მარტო ეკონომიკური კრიზისი ჩამოაყალიბა, არამედ სააშკარაოზე გამოიტანა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის სუსტი მხარეები და შექმნა ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები.

აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, რომლის შექმნაც დაანონსა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიდოს ეკონომიკის რეალური სექტორის, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობა, და, რაც მთავარია, უპირველეს გამოწვევად უნდა ჩაითვალოს ქვეყნის ცოდნაზე დაფუძვნებული ეკონმიკური მოდელზე გადაყვანა.

აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, რომლის შექმნაც დაანონსა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიდოს ეკონომიკის რეალური სექტორის, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობა, და, რაც მთავარია, უპრველეს გამოწვევად უნდა ჩაითვალოს ქვეყნის ცოდნაზე დაფუძვნებული ეკონმიკური მოდელზე გადაყვანა

ამისთვის კი ქვეყანაში პრიორიტეტულად უნდა გამოცხადდეს მეცნიერება, მეცნიერება და კიდევ ერთხელ მეცნიერება! ხოლო მისი ადეკვატური კი უნდა გახდეს საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლება.

ვფიქრობ, ის გამოცდილება, რომელიც პრემიერ-მინისტრს აქვს „საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - 2020“-თან დაკავშირებით, რომელიც მან ასევე პრემიერ-მინისტრის რანგში დაამტკიცა 2014 წელს, იძლევა იმის საფუძველს, რომ ახალი სტრატეგიული დოკუმენტიც მაღალ დონეზე იქნეს შედგენილი.

- ამ პროცესების ფონზე ეროვნულმა ბანკმა კორექტივები შეიტანა მონეტალურ პოლიტიკაში. კერძოდ, გაიზარდა რეფინასირების განაკვეთი. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ლარის კურსი აგრძელებს ვარდნას.

თქვენი აზრით რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება რეფინსისრების განაკვეთის გაზრდის შესახებ?

- უნდა გვახსოვდეს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აძვირებს ფულს, რაც კომერციული კრედიტის ხელმისაწვდომობას ამცირებს. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ფირმებისთვის. შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება ეკონომიკური ვარდნა, რაც ნამდვილად არ არის სასურველი...

ჩემი აზრით, პრინციპული გადაწყვეტილებაა მისაღები. კერძოდ, თუნდაც პანდემიით გამწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში შესაჩერებელია ლარიზაციის ხელოვნური პროგრამა. ეს გამოიწვევს რეფინანსირების სესხების ოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება ლარის კურსზეც, რადგანაც ბაზრისთვის ლარიზაციის პროგრამით მისაწოდებელი ლარის მასა შემცირდება.

ის, რომ ინვესტიციების ოდენობა შემცირებულია, ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ საქართულოს პრობლემა. პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ინვესტიციების მოცულობა მთელ მსოფლიოში მცირდება სწორედ ამ კრიზისის გამო

- სამწუხაროდ, თურქეთში, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ბოლო დღეებში დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა თურქული ლირა.

ეს სიტუაცია აუცილებლად აისახება საქართევლოს ეკონომიკაზე.

თურქული ეკონომიკის უკუსვლა და ლირის გაუფასურების მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ ანკარა ცდილობს დასავლეთისაგან დისტანცირებას და რუსეთთან დაახლოებას, რასაც მოჰყვა ქვეყნიდან ინვესტიციების გადინება და დასავლური პროექტების გაყინვა, გარკვეულ სფეროებზე სანქციების დაწესება.

დამკვირვებელთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ინვესტიციების თვალსარიზით ჩვენთანაც ანალოგიური ვითარებაა - ინვესტორები გაქრნენ, ქვეყანაში კაპიტალის დაბანდების მსურველები არ ჩანან.

თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს თურქული ლირის გაუფასურება ქართულ ეკონომიკასა და ლარის კურსზე და რადგან თურქეთის მსგავსად ჩვენთან ინვესტიციების დაბანდებას არავინ ჩქარობს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ლარის კურსი ისევე მნიშვნელოვნად დაეცეს, როგორც ეს თურქული ლირის შემთხვევაში მოხდა?

- როგორც ვიცით, უკვა კარგა ხანია, რაც თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტიორია, ამიტომ თურქული ლირის გაუფასურება აუცილებლად აისახება ჩვენი ლარის გაუფასურებაზე.

ეს „გადაცემის“ მექანიზმი უკვე არაერთი წელია რაც „გამართულად“ მუშაობს. ის, რომ თურქეთს და მის ეკონომიკას უკვე წლებია რაც პრობლემები აქვს არც ესაა ახალი, თუმცა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტადაა გამწვავებული.

ის, რომ ინვესტიციების ოდენობა შემცირებულია, ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ საქართულოს პრობლემა. პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ინვესტიციების მოცულობა მთელ მსოფლიოში მცირდება სწორედ ამ კრიზისის გამო.

საგარეო ვალის გასტუმრების ერთ-ერთი გზა არის ახალი ვალის აღებით ამის გაკეთება. ეს საგარეო ვალის არა იმდენად გასტუმრება, რამდენადაც გადავადებაა. ამ მექანიზმს საქართველოს მთავრობა ადრეც იყენებდა

- ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა - „2021 წელი საგარეო ვალების გასტუმრების წელი იქნება“.

ცხადია, რომ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ვარდნის ფონზე საგარეო ვალების მომსახურება ქვეყანას გაუჭირდება. აღარავინ მალავს, რომ საგარეო ვალების დაფარვა უკვე აღებული ვალების ხარჯზე მოხდება.

დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამიტომაც იყო ასე ხელმომჭირნე მთავრობა პანდემიის შედეგებთან ბრძოლის ფარგლებში ფინანსების ხარჯვაში.

საგარეო ვალი მართლაც უკვე აღებული ვალებით დაიფარება? და კიდევ - რამდენად მართებულია მტკიცება, რომ საგარეო ვალების გამო მთავრობა ცდილობდა იმაზე მეტი არ დაეხარჯა პანდემიასთან ბრძოლაში, რომ შემდგომ იმავე ვალებით საგარეო ვალები ვერ დაეფარა?

- ჩემი აზრით, არა მარტო 2021 წელი იქნება საგარეო ვალების გასტუმრების წელი. ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არავინ იცის, თუ როდის დასრულდება ეკონომიკური კრიზისი, რადგანაც ის პანდემიითაა გამოწვეული, რის გამოც ამ კრიზისის დასრულება შეუძლებელია პანდემიის დასრულების გარეშე. ხოლო პანდემია როდის დასრულდება, ეს არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და არც მსოფლიოში ცნობილმა მედიკოსებმა იციან...

საგარეო ვალის გასტუმრების ერთ-ერთი გზა არის ახალი ვალის აღებით ამის გაკეთება. ეს საგარეო ვალის არა იმდენად გასტუმრება, რამდენადაც გადავადებაა. ამ მექანიზმს საქართველოს მთავრობა ადრეც იყენებდა.

„კავკასუს ონლაინის“ საკითხის, სწორედ სტრატეგიული ობიექტების რიცხვს განეკუთვნება და ის დღეს, თანამდროვე მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების საკითხების წინა პლანზე წამოწევის პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. შემაშფოთებელია ამ ობიექტის თუნდაც რაღაც წილის მეზობელი სახელმწიფოს ბინესმენზე მიყიდვა და ამ საკითხის სახელმწიფოებრივ დონეზე დარეგულირება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს

მაგალითად, 2008 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ ევროობლიგაციების გამოშვებით ნახევარი მილიარდი დოლარის ხუთწლიანი საგარეო ვალი აიღო, რომლის მიზნობრიობაც, სამწუხაროდ, დღემდე ბურუსითაა მოცული... ამ ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი კი გადაიფარა 2011 წელს იმავე მექანიზმით აღებული ისევ ნახევარი მილიარდი დოლარის უკვე ათწლიანი საგარეო ვალით, რომლის გასტუმრების ვადაც სწორედაც რომ წელს დგება.

ბუნებრივია, რომ ეს ვალი პანდემიასთან არანაირ კავშირშია არაა, თუმცა წელს მისი გასტუმრების რესურსი საქართველოს ეკონომიკას ნამდვილად არ გააჩნია, რის გამოც ქვეყნას ექნება ახალი საგარეო ვალი ასაღები, რომ ეს ძველი ვალი თუ სრულად არა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც გადაფაროს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კავკასუს ონლაინი", რომლის ხელშია ქვეყნის უსაფრთხოებისა და საკომუნიკაციო დამოუკიდებლობისათვის აუცილებელი უმთავრესი საშუალებები, მეზობელი ქვეყნის ბიზნესმენზე გაიყიდა.

„კავკასუს ონლაინი“ 1,200 კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე იყო,, რომლის საშუალებითაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონის გავლით, აზიას მაღალი ხარისხის ინტერნეტი მიეწოდება.

„კავკასუს ონლაინი“ ფლობს საბითუმო ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი წილს - საქართველოში- 65%, სომხეთში - 85%, აზერბაიჯანში -50%-ს.

ამ ისტორიაში საინტერესო ისაა, 1. ვინ გადასცა ამ კომპანიას ევროპა აზიის ბოჭკოვანი კაბელი? 2. ჰქონდათ თუ არა კომპანიის მეპატრონეებს სახელმწიფოს თანხმობის გარეშე მისი გაყიდვის უფლება?

  1. იყო თუ არა კომპანიის წილების გაყიდვის ოპერაციაზე მთავრობა საქმის ყურში? 4. თუ იყო, რატომ არ გააჩერა და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

- პრობლემა ბევრად უფრო ზოგადია, ვიდრე თქვენ კითხვაში დაყენებული კომპანიის ბედი. კერძოდ, საკითხი ეხება ქვეყნისთვის სტრატეგულ ობიექტებს. მკითხველს შევახენებ, რომ 2004 წელს საქართველოს მთავრობის მოწვევით ცნობილმა რუსმა ბიზნესმენმა, აწგანსვენებულმა, ბატონმა კახა ბენდუქიძემ ქართულ სინამდვილეში პირველმა გააჟღერა, რომ არ არსებობენ სტრატეგიული ობიექტები, ამიტომ ნებისმიერი ეკონომიკური ობიექტის პრივატიზაცია შეიძლებაო.

ძნელია არ დაეთანხმო ბატონ კახას იმაში, რომ ეკონომიკური მეცნიერება, როგორც ასეთი, მართლაც არ ცნობს სტრატეგიული ობიექტის ცნებას, და რომ ის ოპერირებს მომგებიანი და წამგებიანი ობიექტების კატეგორიით.

მაგრამ ჩვენი ცხოვრება მარტო ეკონომიკით არ შემოიფარგლება, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანია. ამა თუ იმ ობიექტის სტრატეგიულობასთან მიმართებაში გადამწყვეტია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, რისთვისაც მას შემუშავებული და სამთავრობო ან/და საპარლამენტო დონეზე დამტკიცებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი კონცეპცია.

ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებიდან უნდა გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ეკონომიკური ობიექტისთვის სტრატეგიულობის სტატუსის მინიჭება, რაც თავის მხრივ ამ ობიექტის განკარგვის, მართვის საკითხებს უმაღლესი სახელმწიფო ინტერესების რანგში აიყვანს საჭიროებს.

ფაქტია, რომ საქართველოში „ნაცების“ მთავრობის ბრძოლა ფულის შოვნის მიზნით სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში „წარმატებით“, თუმცა ქვეყნისთვის საზიანოდ დასრულდა. სამწუხაროდ, ეს საკითხი არც დღესაა ბოლომდე სათანადო დონეზე გადაწყვეტილი, რაც არაერთ საფრთხეს უქმნის გეოპლიტიკურად ისედაც რთულ რეგიონში მყოფ საქართველოს, რომელსაც ჰყავს მტრულად განწყობილი უშუალო მეზობელი, რომელმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი და მეთოდურად ახორციელებს მის ანექსიას.

გასათვალისწინებელია, რომ, როგორც წესი, სტრატეგიული ობიექტების უმრავლესობა სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს მოქცეული, თუმცა ამ ობიეტების ნაწილი შეიძლება კერძო სექტორშიც იყოს. ამ შემთხვევაში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო კონტროლის ფუნქციას, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

„კავკასუს ონლაინის“ საკითხის, სწორედ სტრატეგიული ობიექტების რიცხვს განეკუთვნება და ის დღეს, თანამდეროვე მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების საკითხების წინა პლანზე წამოწევის პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. შემაშფოთებელია ამ ობიექტის თუნდაც რაღაც წილის მეზობელი სახელმწიფოს ბინესმენზე მიყიდვა და ამ საკითხის სახელმწიფოებრივ დონეზე დარეგულირება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემაა, რომ, არც თუ იშვიათად, ამა თუ იმ კომპანიის და ზოგადად ბიზნესის ხშირად დემაგოგიურად გაჟღერებული ინტერესები უფრო მაღლა დგება, ვიდრე ქყეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, რაც, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა... შეცდომებს კი გამოსწორება სჭირდება!

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „კავკასუს ონლაინში“ მთავრობას თავისი წარმომადგენელი ჰყავდა დანიშნული, რჩება შთაბეჭდილება, რომ მომხდარი ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე ვერ მოხდებოდა. თუ ასეა, როგორ შეაფასებდით ამ საკითხში ხელისუფლების წაყრუებას თუ აშკარად ხელშეწყობას?

- 2019-2020 წლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. როგორც ცნობილია, 2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ კომისიის თანხმობის გარეშე წილის გასხვისების გამო დააჯარიმა და მოითხოვა, რომ კანონდარღვევით გასხვისებული წილი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებულიყო.

2020 წელს იმის გამო, რომ სამართალდარღვევა არ იყო აღმოფხვრილი, კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას ახალი ჯარიმის გადახდა დააკისრა. შესაბამის კანონმდებლობაშიც შევიდა ცვლილებები, რასაც დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა ვითომდა ბიზნესის სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვის საბაბით.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემაა, რომ, არც თუ იშვიათად, ამა თუ იმ კომპანიის და ზოგადად ბიზნესის ხშირად დემაგოგიურად გაჟღერებული ინტერესები უფრო მაღლა დგება, ვიდრე ქყეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, რაც, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა... შეცდომებს კი გამოსწორება სჭირდება!

ყველა ის პარტია, რომელიც გაიძახის, რომ არ შევა პარლამენტში, თუ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ან თუნდაც პლებისციტი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოში ქმნის სტაბილურად არასტაბილურ სიტუაციას. მაშასადამე, ეს პარტიები ნებსით თუ უნებლიედ რუსულ საქმეს აკეთებენ

- გვერდს ვერ აუვლით საშინაო პოლიტიკაში შექმნილ ვითარებას. ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეუთანხმებლობაზე ჩვენ უკვე ვიცით ამერიკელებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და მისი პირადი წარმომადგენლის მოსაზრებები.

დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შეთანხმებით არ დასრულდა, ეს არც ხელისუფლებისთვის, არც ოპოზიციისთვის და არც ქვეყნსითვის არ იქნება კარგი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმოდადგენლის ქრისტიან დანიელსონის შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მალე დაიწყება. როგორია თქვენი მოლოდინი?

- საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური მდგომარეობის გარშემო ჯერ ბრიუსელში, ხოლო შემდეგ ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან თბილისში ვისაც რა აწყობდა ის გაიგო.

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც პოლიტიკოსებს „ქართული ოცნების“ თუ „ნაცმოძრაობის“ მიმართ უკვე წაინასწარ ჰქონდათ და სავარაუდოდ მომავალშიც ექნებათ პოზიტიური თუ ნეგატიური განწყობა, რაც წლების განმავლობაში იქმნებოდა უშუალო მეგობრული კონტაქტებით, თუ ლობისტური კომპანიების აქტიურობით.

შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების ნათქვამში გაიჟღერა და მომავალშიც აუცილებლად გაიჟღერებს, პოლიტიკურად დაპირისპირებული ორივე მხარისთვის მოსაწონმა ფრაზებმა. მაგრამ ეს არ არის მთავარი - მთავრი ისაა, თუ რაზე შეჯერდნენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები.

ასეთი კი ორი საკითხია. ჯერ ერთი, ყველა შეთანხმებულია, რომ 31 ოქტობრის არჩევნებში არ ყოფილა იმ დონის დარღვევები, რაც გამოიწვევდა საბოლოო შედეგებში სერიოზულ ცვლილებებს. სხვა სიტყვებით, არჩევნების გაყალბება არ უღიარებიათ არა მარტო საქართველოში ჩამოსულ დამკვირვებლებს, არამედ არც ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოთი და კავკასიით არიან დაინტერესებული.

მეორე, კი ის გახლავთ, რომ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური დაპირისპირება უშუალოდ მოსკოვის ინტერესებშია, ამიტომ ვინც ამ დაპირისპირებას უწყობს ხელს, ის მოსკოვის სამსახურში დგება.

ის, რომ მოსკოვის ინტერესშია „სტაბილურად არასტაბილური“ საქართველო ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავწერე ( https://for.ge/view/182326/moskovis-politikuri-xafangi---stabilurad-arastabiluri-saqarTvelo.html?fbclid=IwAR1gyVcQUPkElF0a-7uuBHrNzMxbO74y-ccRWsjwi0yzDPC5a8RiK5_WoPo ). საქართველო 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე, სამწუხაროდ, სწორედ ამ მოსკოვის მიერ მოწყობილ „პოლიტიკურ ხაფანგშია“ მოხვედრილი...

თუ საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი თვლის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. არც ის მესმის, თუ რა არგუმენტით უნდა შეეკითხონ ამომრჩეველს თუნდაც პლებისციტის ფორმატში არგაყალბებული არჩევნების პირობებში უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები.

მაშასადამე, ლოგიკურად გამოდის, რომ ყველა ის პარტია, რომელიც გაიძახის, რომ არ შევა პარლამენტში, თუ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ან თუნდაც პლებისციტი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოში ქმნის სტაბილურად არასტაბილურ სიტუაციას. მაშასადამე, ეს პარტიები ნებსით თუ უნებლიედ რუსულ საქმეს აკეთებენ.

„ქართული ოცნება“ დღეს საქართველოში ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელიც ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის და მისი პირობითად „მრავალპარტიული“ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლას

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ასევე მიუღებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ამიტომ, ჩემთვის გასაგებია თუნდაც ბატონი არჩილ თალაკვაძის ერთი შეხედვით ხისტი პოზიცია, რომ ვადამდელი არჩევნების ან პლებისციტის საკითხები არ განიხილება.

ეს განცხადება, უწინარეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისათვიასაა განკუთვნილი. ეს ამომრჩეველი კი პირობითად ორ ნაწილად უნდა იქნეს განხილული - უშუალოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად, და ანტინაცებად, რომლებმაც დაინახეს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს საქართველოში ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელიც ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის და მისი პირობითად „მრავალპარტიული“ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლას.

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დანიელსონი თბილისში ჩამოვა კონკრეტული წინადადებებით და მეტ-ნაკლებად მკაცრი მოთხოვნებით, რადგანაც საქართველოს რუსეთის „კლანჭებში“ დაბრუნება არც ევროპის და არც ამირიკის ინტერესებშია

ყველა დიდი იმედით ველით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმოდადგენლის ქრისტიან დანიელსონის შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს. არ უნდა გამოვრიცხოთ ხელისფლების დაყოლიება პლებისციტის რაიმე ფორმით ჩატარებაზე, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში მოპოვებული ხმების რაოდენობის მიხედვით.

თუმცა, რომც დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები მისი ლაიტმოტივი ისევ და ისევ იქნება სააკაშვილის მეთაურობით „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა-არმოსვლა. საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობის ძალზედ დიდ ნაწილს კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხეები, რაც დაკავშირებულია ამ პიროვნებასთან და მის თანამოაზრეებთან.

მათი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში კვლავ აღზევდება ბოროტება, თანაც უფრო მაღალ რანგში, რადგანაც რევანშის გრძნობა ნაცების ლიდერებში უკვე კარგა ხანია სააშკარაოზეა გამოტანილი. ასე, რომ დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ შესაძლო ვადამდელ არჩევნებსა თუ პლებისციტში ისევ და ისევ უნდა ჰქონდეს არა მარტო უშუალო მხარდამჭერების, არამედ, განსაკუთრებით, ანტინაცების იმედი.

ძალინ დიდი ალბათობით ხსენებულმა ბოროტმა ძალამ ვერც ვადამდელ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს, და კვლავ დაიწყება მოთქმა არჩევნები გაყალბდაო. ასე, რომ საქართველო ამ პოლიტიკური ძალების მხრიდან განწირულია მოსკოვისთვის სასურველ „სტაბილურ არასტაბილურობაზე“.

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დანიელსონი თბილისში ჩამოვა კონკრეტული წინადადებებით და მეტ-ნაკლებად მკაცრი მოთხოვნებით, რადგანაც საქართველოს რუსეთის „კლანჭებში“ დაბრუნება არც ევროპის და არც ამირიკის ინტერესებშია.

დღეს მკაფიოდ დადგა საკითხი იმის შესახებ, თუ ვის დარჩება საქართველო - რუსეთს, თუ დასავლეთს. მჯერა, რომ გონიერება გაიმარჯვებს და ქვეყანა მოსკოვის მიერ დაგებულ „პოლიტიკურ ხაფანგს“ სწორედ დასავლეთის დახმარებით დააღწევს თავს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა