„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე და ნინო გოგუაძე არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, მასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე და ნინო გოგუაძე. როგორც ჩუგოშვილმა ჟუნალისტებს განუცხადა, შეხვედრა რაიმე პოლიტიკურ საკითხზე არ შემდგარა.

„ამას არანაირი კავშირი არც ერთ პოლიტიკურ თემასთან არ აქვს. შეხვედრა შეეხებოდა USAID-ის ერთ- ერთ პროექტს, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო ზედამხედველოვის გაძლიერებას და არის წმინდა ტექნიკური სამუშაო პარლამენტთან. კითხვები მესმის ჩემი წინა მანდატიდან გამომდინარე, მაგრამ არასწორ სახელებს ნუ დავარქმევთ ნურაფერს. იყო ტექნიკური შეხვედრა, რომელიც შეეხება პარლამენტის ზედამხედველობის გაძლიერებას, რომელშიც ვაპირებ ჩემი დროის და რესურსის დახარჯვას. მე მექნება მხოლოდ და მხოლოდ დამხმარის და კონსულტანტის როლი,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას