ლევან გოგიჩაიშვილი - პატარა პარტიებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასაა“ მიკედლებული, ან გააქრობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ან ისინი მათ შეუერთებიან

ოპოზიცია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არის მიკედლებული, ვერ მოახერხებს თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ან გააქრობს მათ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი ან ისინი შეუერთებიან მათ,- ამის შესახებ „ჩვენი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ ამომრჩეველი ვერ დაარწმუნა, რომ მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციის საშუალებას არ მისცემდა, ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. ანტიმიშას ხმები კარგად გამოიყენა არჩევნებზე.

„ქართულმა ოცნებამ“ კარგად გაათამაშა ეს კოზირი, რაც აქვს - ანტიმიშას ხმები. ძალიან მარტივია - ვერ დაივიწყებს ის 300 000 ადამიანი იმ რეპრესიას, რაც მათ განიცადეს სააკაშვილის დროს, ამომრჩეველი სულ 2 მილიონი მოვიდა არჩევნებზე, იქ ოჯახის წევრები არიან კიდევ იმ 300 000 ადამიანის. ოპოზიციამ თავისი ქმედებით ვერ გაყიდა, რომ ისინი არ მისცემდნენ სააკაშვილს რეაბილიტაციის საშუალებას. ამ სივრცეში თუ აქეთა ფლანგი იმარჯვებს, იქ იმარჯვებს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენებს პროცესში შეჭამენ, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ვერ გაუძლებს პატარა ოპოზიცია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არის მიკედლებული, ვერ მოახერხებს თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ან გააქრობს მათ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი ან ისინი შეუერთებიან მას. ორპოლუსიანობა დაძლევადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართულ ოცნებაზე“ ვისაც ჰქონდა სწორება და გადააგდეს, ისინი დაიწყებენ სხვა პოლიტიკური პლატფორმის ფორმირებას, ანტისისტემური პლატფორმის ფორმირებას. ივანიშვილი კი არ არის მხოლოდ პრობლემა, ბევრი ივანიშვილია ოპოზიციაშიც, ფილოსოფიური პრობლემაა - შენ შენს ირგვლივ ხედავ პროცესების განვითარებას თუ შეგიძლია სხვასთან მართლა თანამშრომლობა. თუ გაგრძელდა ასეთი პოლარიზება, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება არ დაკარგოს მხარდამჭერი,“- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებზე მხოლოდ პატარა პარტიების ხმები მოიპარა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დადებული პირობა დაარღვია და ყველა ოპოზიციური პარტიის ხმები არ დაიცვა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიტყვა გატეხა, როცა ოპოზიციამ დაიწყო ხმების დაცვის პროცესი, რეალურად ეს არ განხორციელდა და კულუარულად მას ყველა გეტყვით. ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ თავის ხმები ვერ დაიცვა, მე ვერ დავიცავი პირდაპირ გეტყვით, არ მყავდა წარმომადგენელი, იქ ხდება ხოლმე გარიგებები შიგნით კომისიებში და თუ შენ არ იბრძვი შენი უფლების დასაცავად შეიძლება ეს ხმა დაკარგო, თუ ვინმეს მანდატები წაიღო „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო პატარა პარტიების მანდატები, ჩემი პარტიის მანდატი წაიღო, ჭიჭინაძე წაიღო, ბურჯანაძის წაიღო, „ლეიბორისტებს“ დააკლდა და იმ პატარა პარტიებს, ვისაც არ გვეყო ფინანსური რესურსი, ადამიანები დაგვექირავებინა და ყოფილიყვნენ არჩევნებზე,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა