ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ვაკის მაჟრიტარულ ოლქში, გამოკითხულთა 52,4%-მა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების" კანდიდატის ნოდარ ტურძელაძის სასარგებლოდ მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე კი არჩევანი 33,2% გააკეთა.
დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:
ნანა დევდარიანი (პატრიოტთა ალიანსი) -5,3%;
ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,1%;
ლევან კობერიძე (ლელო) -1,9%;
ბექა ნაცვლიშვილი (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) -1,0%;
გია გაჩეჩილაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) -0 % (არცერთი ხმა).
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს ირჩევს - 2,1%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ვაკის ოლქში გამოკითხულთა მხარდაჭერა ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 54,6%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -12,1%;
„ევროპული საქართველო“ - 7,8%;
„პატრიოტთა ალიანსი“ - 6,0%;
„გირჩი“ - 5,7%;
„ლელო“ - 5,4%;
გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი - 2,5%;
„ლეიბორისტული პარტია“ -1,8%;
„ერთიანი საქართველო“ - 0,4%;
„თავისუფალი დემოკრატები“ -0 %;
სხვა არჩევანს აკეთებს -3,7%.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.