ლევან კობერიძის განცხადებით, „ლელო“ ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ თამარ ჩუგოშვილის წინადადებას მხარს დაუჭერს

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში „ლელოს” კანდიდატის, დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის წინადადებას მხარს დაუჭერს. როგორც კობერიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

„ჩვენი, „ლელოს“ ხედვა არის სწორედ ის, რომ კორუფცია არის ყველაზე მთავარი მიზეზი და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს მოსახლეობას უდგას სიღარიბის სახით. ის, რომ დღეს არის სიღარიბე, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ კორუფცია. ჩვენთვის, „ლელოსთვის“, რომლის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია ანტიკორუფციული სისტემური რეფორმა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ინიციატივა, რომელიც თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინციატივას და ვიქნებით გარანტი, რომ 2020 წლის პარლამენტში ეს საკითხი აუცილებლად იქნება აქტუალური დღის წესრიგში”,- განაცხადა კობერიძემ.

როგორც ის აცხადებს საქართველოში „დაშვებული კორუფციაა“.

„ქვეყანაში არის ფაქტობრივად დაშვებული კორუფცია. როდესაც სახელმწიფო მაღალჩინოსნები, პარტიული ელიტის მხარდამჭერები უფლებას აძლევენ თავს, რომ სხვადასხვა ჯგუფებს, ქვეყნის სხვადასხვა ჩრდილოვან მმართველებს მისცენ საშუალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრდნენ და ხალხის ფული ჩაიდონ ჯიბეში”,- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნინო გოგუაძემ პარალმენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ინსტიტუტის - ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას