საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ასარჩევად არა დამსწრეთა ხმების 2/3, არამედ სიითი შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა შეიძლება გახდეს საჭირო

უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ასარჩევად არა დამსწრეთა ხმების 2/3, არამედ სიითი შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა შეიძლება გახდეს საჭირო. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის ინიცირება მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილი იქნება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას მხარს უჭერს დამსწრეთა 2/3, თუმცა ეს არ შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევას.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლს დაემატება მე-5 პრიმა პუნქტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის საკითხს მოაწესრიგებს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნი მოსამართლის კანდიდატებს დაასახელებენ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრები. უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომის თარიღი, რომელზეც კენჭი ეყრება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება სხდომამდე არაუგვიანეს ათი დღისა. პლენუმის სხდომამდე 7 დღით ადრე პლენუმის წევრი ხელს აწერს და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და პლენუმის სამდივნოებს აბარებს დოკუმენტს კანდიდატურის წარდგენის თაობაზე. კანონპროექტის თანახმად, დასანიშნად საჭირო იქნება, კანდიდატმა მიიღოს პლენუმის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. თუ წარმოდგენილი იქნება რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან ვერც ერთმა მოიპოვა პლენუმის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს კენჭი განმეორებით ეყრება. დანიშნულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში პლენუმის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს. თუ კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, მოსამართლის დანიშვნის პროცედურა ხელახლა იწყება. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორჯერ.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატთა ჯგუფია: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ნინო გოგუაძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას