დავით სონღულაშვილი - აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომის გახსნამდე, ქართული დელეგაცია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ კლარა დობრევს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერთან აღინიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი აუცილებელია.

„ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერთან საინტერესო საუბარი შედგა. მათი და ჩვენი პოზიციაც არის, რომ აუცილებელია დიალოგი. შეთავაზებები, რომელიც გვქონდა ოპოზიციასთან - არის ჩვენს მიერ ინიცირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ვითვალისწინებთ და ევროპარლამენტთან საერთო აზრზე ვართ - დიალოგის მზაობისთვის. აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა გადაწყდეს დიალოგის გზით. ამისთვის აუცილებელია ორი მხარის და არა ერთი მხარის ჩართულობა. მნიშვნელოვანია, ოპოზიცია ჩაერთოს დიალოგში და შესაბამისად, პრობლემა გადაწყდეს დიალოგის გზით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, დავით სონღულაშვილის და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან დავით სონღულაშვილი, ირაკლი ბერაია, კახაბერ კუჭავა, სოფიო კილაძე, გუგული მაღრაძე, ოთარ დანელია, თამარ ხულორდავა, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე.

ასოცირების კომიტეტი განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას