ჯანდაცვის კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლითაც სამედიცნო პერსონალისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა დაუშვებელი ხდება.

ასეთი შინაარსის ნორმა რამდენიმე კანონში იწერება. ამასთან, ცვლილებები ხორციელდება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ - ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც.

“კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე და სოციალურ მუშაკზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა, რომელიც დასტურდება კლინიკების ასოციაციების, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით. სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის

კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა პაციენტების უფლებებსა და ინტერესებს. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას. პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი არ უნდა უწევდეს სამედიცინო მომსახურებას. იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო საქმიანობა არის სტრატეგიული პროფესია, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი და სოციალური მუშაკი მოითხოვს მეტ დაცულობას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას, საზოგადოების აგრესიისგან დასაცავად“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე და მარიამ ჯაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა