მმართველ გუნდში დისკუსიისას მმართლაც მიწოდეს "უცხო სხეული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ღია ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. კითხვაზე, კონკრეტულად ვინ უწოდა მას უცხო სხეული, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ არაერთმა.
„არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ვერ შევიკავებ თავს. ქალბატონო ნატო, მემგონი თქვენ მითხარით, რომ თქვენი აზრებით უცხო ნაწილი ბრძანდებოდითო. მე ერთხელ ამ დისკუსიებში მართლაც მიწოდეს უცხო სხეული,“ - მიმართა ქობულიამ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.
უმრავლესობიდან გიორგი ქობულიასთან ღია ფორმატში შეხვედრას ესწრებიან ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი. გიორგი ქობულიას უსმენენ უმრავლმესობის ყოფილი წევრები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომდგენლები. პარლამდნტში ყოფილი მინისტრის მოსასმენად მივიდა დავით უსუფაშვილიც.