დისკრიმინაციის, მათ შორის სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის 3-თვიანი ვადა 1 წლამდე იზრდება

დისკრიმინაციის, მათ შორის სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის 3-თვიანი ვადა 1 წლამდე იზრდება. ამას სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სასამართლოში მიმართვის 3-თვიანი ვადა ძალიან მცირეა, ხანდაზმულობის სხვა ვადებთან შედარებით და არ არის საკმარისი საქმის მასალების მოსამზადებლად.

“მითითებული ვადის განმავლობაში სავარაუდო მსხვერპლმა უნდა მოიძიოს ფინანსური რესურსი ბაჟის გადასახდელად, მოიპოვოს საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები და მოამზადოს სარჩელი. ვადის გაზრდის შემთხვევაში დაზარალებულს ექნება შესაძლებლობა მიმართოს სახალხო დამცველს და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - სასამართლოს. დაზარალებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისთვის დროულად მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოსთვის დადგენილი ერთწლიანი ვადა საკმარისი იქნება, რომ სახალხო დამცველმა შეძლოს საქმის სრულყოფილი შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებს არსებითად მცირე დრო ეძლევათ სასამართლოში სარჩელის წარსადგენად და სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვისას არ ხდება ზიანის ანაზღაურება, უმეტეს შემთხვევაში, სახალხო დამცველისთვის მიმართვის პარალელურად მომჩივანი სარჩელით მიმართავს სასამართლოსაც, რაც იწვევს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის წარმოების შეჩერებას”, - აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას