დისკრიმინაციის, მათ შორის სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლის საქმეში კერძო პირების მიმართ სახალხო დამცველის უფლებამოსილება ფართოვდება

დისკრიმინაციის, მათ შორის სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლის საქმეში ფიზიკური და კერძო პირების მიმართ სახალხო დამცველის უფლებამოსილება ფართოვდება.

უფრო კონკრეტულად, მოქმედი კანონმდებლობით, სახალხო დამცველს არ გააჩნია შესაბამისი ბერკეტი, იურიდიულ პირებსა თუ კერძო სამართლის სხვა სუბიექტებს საქმის შესწავლის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტებები მოსთხოვოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ის გასცემს რეკომენდაციას, ზემოაღნიშნულ პირებს არ ეკისრებათ ვალდებულება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია შეასრულონ.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით, სახალხო დამცველს ეძლევა შესაძლებლობა, ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე კერძო სამართლის სხვა სუბიექტების მიერ სექსუალური შევიწროების შინაარსის ქმედებებზე, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმაზე, ყველა იმ ქმედების განხორციელება შეძლოს, რომელსაც დღეს საჯარო სექტორში მოქმედ პირებზე ახორციელებს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას