შალვა პაპუაშვილი - თუ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მივიღებთ როგორც სიმართლეს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ესეც რეკლამა გამოდის - ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება

თუ ამას [გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას] მივიღებთ როგორც მოცემულობას თუ სიმართლეს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის - ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის იმ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მთავარია, რომ „უმძიმეს დანაშაულებში გასამართლებული ადამიანი დღეს არის ციხეში“.

„ჩვენ თუ ამას მივიღებთ, როგორც მოცემულობას თუ სიმართლეს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის. ასე რომ, გააგრძელოს ამაზე საუბარი. მთავარია ერთი რამ, რომ უმძიმეს დანაშაულში გასამართლებული ადამიანი, ფულის გათეთრებაში და მსგავს მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, საზღვრის უკანონო კვეთაში, იმიტომ, რომ გაექცა მართლმსაჯულებას, დღეს არის ციხეში! ვერაფერს ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ან რაიმე არის. ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება. დანარჩენი თავის თავს დააბრალოს. არ ჩაედინა დანაშაული და ციხეში არ იქნებოდა. გასაგებია, რომ ადამიანს არ უნდა ციხეში ყოფნა, მაგრამ თავად ჩაიდინა ეს დანაშაულები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას