ეკა ბესელია - რა რადიკალური განცხადებების მოსმენა უნდოდათ? - თუ ვინმეს რამის უკეთესად გაკეთება უნდა, აგერ არის ქუჩა, არავის აქვს საშვი და არავის აქვს მოზომილი კვადრატი, სად იბრძოლოს და იდგეს

პრეზიდენტმა ხალხს უთხრა სათქმელი, რა როლი აქვს მას, რომ ზედმეტი მოლოდინები არ შეექმნათ. კი, ადამიანებს უნდათ უფრო ემოციური თქმა და რეალობის ლამაზად დახატვა. სალომე ზურაბიშვილი განსხვავებული ტიპის პოლიტიკოსია, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ თავმჯდომარემ, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ 31 მარტის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას შეძახილები და უკან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამოჩენა მართული პროცესი იყო.

„ეს იყო მართული. [ბანერები] შემთხვევითი იყო? არ იყო შემთხვევითი. ორი თვით ადრე ვთქვი, რომ გარკვეული ჯგუფების პროვოცირება ხდებოდა, ნეგატიური განწყობებით ამძიმებდნენ ადამიანებს. ვიღაც შეიძლება გულწრფელად ყვიროდა, მაგრამ ეს უფრო ჰგავდა მართულ პროცესს. ამ ყველაფერს ყოველთვის უკან უდგას სუს-ი, მაგრამ ამას ვინ ასრულებს, არ ვიცი.

რა იყო ეს ყვირილი? რისი მოსმენა უნდოდათ ადამიანებს? რა რადიკალური განცხადებების მოსმენა უნდოდათ?“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს უნდა რამის უკეთესად გაკეთება, „აგერ არის ქუჩა, არავის აქვს საშვი“.

„ვიღაცას მოსწონს სააკაშვილის ბანერი, ვიღაც ღიზიანდება და ამაზე ჩხუბობენ, ხომ იცით, რომ ამაზეც არის შიდა ჭიდილი. ქუჩაში, პოლიტიკურ ბრძოლაში არ შეიძლება ვის რა ბანერი უჭირავს ხელში, ამის მიხედვით განსაზღვრო შენი ბრძოლის მიზანთან დარჩე თუ არა, ამით ვაპატარავებთ მიზანს, რის გამოც გავდივართ პროტესტის დროს.

პრეზიდენტმა ხალხს უთხრა მისი სათქმელი, რა როლი აქვს მას, რომ ზედმეტი მოლოდინები არ შეექმნათ. კი, ადამიანებს უნდათ უფრო ემოციური თქმა და რეალობის ლამაზად დახატვა. სალომე ზურაბიშვილი განსხვავებული ტიპის პოლიტიკოსია, მან თქვა მისი როლი რა რის: ხმა უცხოეთში, პარტნიორებთან. მას იღებენ, აღიარებენ, ელაპარაკებიან - ეს სხვა არცერთ ლიდერს არ შეუძლია. მოდი, ამ როლში იყოს ეს ადამიანი.

თუ ვინმეს უნდა, რამის უკეთესად გაკეთება, აგერ არის ქუჩა, არავის აქვს საშვი და არავის აქვს მოზომილი კვადრატი, სად იბრძოლოს და იდგეს“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას