აკაკი ბობოხიძე - სააკაშვილის შეწყალება სიმბოლური იქნებოდა, ეს ბზარი იყო და არსებობს, მაგრამ ვინმეს მოსწონს თუ არა, დღეს ყველაზე ეფექტური არის სალომე ზურაბიშვილი და მის ირგვლივ გაერთიანება

სააკაშვილის შეწყალება სიმბოლური იქნებოდა, ეს ბზარი იყო და არსებობს, მაგრამ ვინმეს მოსწონს თუ არა, დღეს ყველაზე ეფექტური არის სალომე ზურაბიშვილი და მის ირგვლივ გაერთიანება. შესაბამისი განცხადება „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

ბობოხიძემ ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობების კონტექსტში სალომე ზურაბიშვილის როლზეც და აღნიშნა, რომ შეწყალების აქტი იქნებოდა სიმბოლური. შესაბამისად, ბობოხიძე თვლის, რომ ამ მიმართულებით „ბზარი იყო და არსებობს“.

ამასთან, ბობოხიძე თვლის, რომ დღეს ოპოზიციის კოორდინაციის მიმართულებით არა თუ დამაკმაყოფილებელი, კარგი ხარისხიც კი არ არის.

„ისტორია ყველას ჩვენ ჩვენს ადგილს მოგვიჩენს. სალომე ზურაბიშვილიმიხეილ სააკაშვილის მიმართ შეწყალება სიმბოლური იქნებოდა, მაგრამ მისი პასუხისმგებლობა აღარ იქნებოდა შექმნილ მდგომარეობაზე, რადგან სააკაშვილს მაინც არ გაათავისუფლებდნენ, მიუსჯიდნენ წინასწარ პატიმრობას. სააკაშვილს 12 წელი აქვს მისჯილი არა ძველი საქმეების გამო, არამედ 2 ახალი საქმის გამო. ეს ბზარი იყო და არსებობს.

არის სხვადასხვა დამოკიდებულება ოპოზიციურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვიღაც თვლის, რომ კოორდინირებული უნდა იყოს მუშაობა. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი სიის წინააღმდეგ კი არ გამოდის, კიდევ უფრო მეტს ამბობს, საერთოდ ერთიანი სია გავაკეთოთო. „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მაღალი ერთიანობის ინიციატივით გამოდის.

ოპოზიციური სპექტრის მუშაობა სრულიად კოორდინირებული უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ კოორდინაციის არა თუ დამაკმაყოფილებელი ხარისხი, კარგი ხარისხიც კი არ არის. კოორდინაცია შეხვედრებს და ერთმანეთში აზრების გაცვლას არ მოიაზრებს“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე მოსაზრებით, დღეს ყველაზე ეფექტური სალომე ზურაბიშვილი და მის ირგვლივ გაერთიანებაა.

როგორც ბობოხიძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანება არის ყველაზე კარგი რესურსი შესაძლებლობებს შორის.

„დღეს მოსწონს ვინმეს თუ არა, ყველაზე ეფექტური არის სალომე ზურაბიშვილი. ის არის ყველაზე ეფექტური. ყველაზე კარგი ნიშნავს იმას, რომ სხვა კარგს სჯობია, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს კარგი. მაგრამ სხვას თუ სჯობია, ის უნდა აირჩიო, სხვა უკეთესი არ გაქვს. დღეს სალომე ზურაბიშვილი და მის ირგვლივ გაერთიანება არის ყველაზე კარგი შესაძლებლობებს შორის, ყველაზე კარგი რესურსი, თუ გვინდა, საქმე გავაკეთოთ“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას