რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ - დააკავეს ლევან გოგიჩაიშვილი

რუსთაველის გამზირზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციამ დააკავა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პოლიციამ დაკავების ავტომობილში ჩასვა.

"დავინახე გზის მოპირდაპირე მხარეს როგორ ეჯაჯგურებოდა პოლიციის მთელი კორდონი, როგორ მოათრევდა დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული",- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.

სიჭინავას თქმით, პოლიცია ცდილობს, რუსთაველის გამზირი არ გადაიკეტოს და "უწყვეტი პროტესტი ჩაახშოს". სიჭინავას თქმით, ახლა რუსთაველის გამზირზე აქციაზე ხალხის ის რაოდენობაა, რომ საჭიროა საავტომობილო გზის გადაკეტვა.

რუსთაველის გამზირზე პერიოდულად სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. ადგილზე მობილიზებული პოლიციელები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი.

პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები", “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.

პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას