შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში.

უნგრეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნგრეთისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეძლო ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ენის შენარჩუნება და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის ძლიერ ისტორიულ და რელიგიურ კავშირებს, რაც ხელს უწყობს ერებს შორის ურთიერთგაგებას.

„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობები ვაჭრობისა და ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობას.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველოს გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის.

უნგრეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპული მომავლისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. თანმხლები დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას