შალვა პაპუაშვილი - სპორტის ოლიმპიურ სახეობებში წელს ისტორიული შედეგები გვქონდა, ჩვენმა ხალხმა განსაკუთრებული სიხარული განიცადა იმ მიღწევებით, რომელიც სპორტსმენებმა გვაჩუქეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ჩემპიონები - ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ბექაური დააჯილდოვეს.

ლერი ხაბელოვმა შალვა პაპუაშვილს და ირაკლი კობახიძეს ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლები გადასცა.

„სპორტის ოლიმპიურ სახეობებში წელს ისტორიული შედეგები გვქონდა. მინდა ყველა სპორტსმენს, მათ შორის არაოლიმპიური სახეობების წარმომადგენლებსაც, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. 2024 წელს მნიშვნელოვანი სპორტული შედეგებით ვასრულებთ, ჩვენმა ხალხმა განსაკუთრებული სიხარული განიცადა იმ მიღწევებით და შედეგით, რომელიც სპორტსმენებმა გვაჩუქეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ოლიმპიელების წარმატებაში დიდი წვლილი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს მიუძღვის, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დღეს მესამედ დაიკავა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დაჯილდოვდნენ სეოკ-ის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები და პარიზის ოლიმპიადის მედალოსნები, ასევე გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები.

სეოკ-ის 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადდა 35-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია. ასევე გამოიცა საიუბილეო კრებული.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას