თამარ ჩუგოშვილი - ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის აღარ არსებობს არანაირი თანამშრომლობის სივრცე - ფაქტობრივად „პერსონა ნონ გრატად“ არიან მიჩნეული ჩვენი მთავრობის წევრები

ელჩმა თქვა, რომ მაღალი რანგის შეხვედრები აღარ ექნება ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად „პერსონა ნონ გრატებად“ არიან მიჩნეული ჩვენი მთავრობის წევრები, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალ სტუდია“ განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინასაარჩევნოდ არ გაკეთდებოდა მკაცრი განცხადებები, რომ არა “„ქართული ოცნება“, რომელიც ვაჭრობს სიტყვა - „ევროპით“, იტყუება და ამბობს, რომ თითქოს „მაინც მიდის ევროპისკენ“.

„უბრალოდ აღარ არსებობს არანაირი თანამშრომლობის სივრცე ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. ჩვენ ეს ვიცით და ისიც კი მოვისმინეთ, რომ ელჩმა თქვა, მაღალი რანგის შეხვედრები აღარ ექნება ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად, „პერსონა ნონ გრატებად" არიან მიჩნეული ჩვენი მთავრობის წევრები.

ევროპარლამენტში დებატების აუცილებლობა იმან გამოიწვია, რომ „ქართული ოცნება“ თავის კამპანიაში ჯერ კიდევ ამბობს, რომ მიდის ევროპისკენ და პლაკატებზე უწერია, რომ „მხოლოდ ევროპისკენ“. ეს ძალიან შეცდომაში შემყვანია, არასწორია და ტყუილია...

ევროკავშირი ელაპარაკება ქართველ ხალხს, ისინი აღარ ელაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას. წინასაარჩევნო პერიოდში არ გაკეთდებოდა ასეთ განცხადებები, რომ არა „ქართული ოცნება“, რომელიც ვაჭრობს სიტყვა ევროპით, იტყუება და ამბობს, რომ თითქოს მიდის მაინც ევროპისკენ, ევროკავშირს სურს, რომ რაც შეიძლება მკაფიოდ გაგვაგებინოს, რომ ეს არის სიცრუე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი გადაცემაში „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც კალაძე ამბობს, რომ „გავა ცოტა დრო და გამოიკვეთება, როგორც წინა რეზოლუციების შემთხვევაში, რომ ამაში ფული იყო გადახდილი“.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, მსგავსი განცხადებები არის „იმ დონის სიბეცე, რომ უბრალოდ შეუძლებელს ხდის ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს მთავრობებს შორის ნორმალური ურთიერთობების გაგრძელებას“.

„თავისი საზომით ნუ ზომავენ ევროპას და ევროსტრუქტურებს. ზუსტად ასეთმა განცხადებებმა, ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია საქართველოს მთავრობასა და ევროპას შორის უკიდურესი დაძაბულობა. ეს არის შეურაცხმყოფელი, აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი განცხადებების კეთება უბრალოდ არ შეიძლება. ევროკავშირი და ევროსტრუქტურები მთელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და სუფთა სტრუქტურებია და თუ იქ რაღაც ხდება, ერთეული კორუფციული შემთხვევა ყველგან შეიძლება იყოს, იმით განსხვავდებიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან, რომ ისინი იძიებენ და საჯაროდ ამბობენ, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი.

განცხადებების კეთება, რომ 500-მდე ევროპარლამენტარმა ფული აიღო და იმიტომ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, რომ ფინანსური დაინტერესება აქვს, ეს არის იმ დონის სიბეცე, რომ უბრალოდ შეუძლებელს ხდის ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს მთავრობებს შორის ნორმალური ურთიერთობების გაგრძელებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას