ლევან მგალობლიშვილმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ეროვნული გმირის საფლავზე ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი იმყოფებოდნენ.

„ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

სოხუმის დაცემის დღეს, ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას საფლავზე მამა ლევან ჯანაშიამ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, 30-მდე ქართველთან ერთად, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას