ცესკო განმარტავს, რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე ფრიდონ ინჯიას, შოთა შალელაშვილის და აკაკი ასათიანის პარტიებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე დეპუტატ ფრიდონ ინჯიას პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“, ასევე შოთა შალელაშვილის პარტიას „თაობები საქართველოსთვის“ და „ტრადიციონალისტთა კავშირს“.

როგორც ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიების ნაწილმა ადმინისტრაციაში დასარეგისტრირებლად საჭირო 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერა არ წარადგინა, შოთა შალელაშვილის პარტიის მიერ წარმოდგენილი სიები კი არაზუსტი აღმოჩნდა.

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, არსებობენ პარტიები, რომლებსაც პარლამენტში მოქმედი დეპუტატი ჰყავთ, შესაბამისად, მათ არ სჭირდებათ მხარდამჭერების ხელმოწერების წარმოდგენა. მაგრამ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, რეგისტრაციის გასავლელად მას 25 000 მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერის წარმოდგენა სჭირდება. ეს სამივე პოლიტიკური გაერთიანება, ისეთი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელსაც 25 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერის წარმოდგენა ესაჭიროება. მათ შორის, „ევროპელ სოციალისტებსაც“, რადგან დღეს მოქმედი დეპუტატი ფრიდონ ინჯია არ იყო ამ პარტიის წარდგენით არჩეული. მათაც და „ტრადიციონალისტებსაც“ 1-ელ აგვისტომდე ჰქონდათ სიების წარდგენის ვადა, თუმცა არ წარმოადგინეს. რაც შეეხება „თაობები საქართველოსთვის“, აქაც საკითხი შეეხებოდა მხარდამჭერთა ხელმოწერებს. უბრალოდ განსხვავებით „ევროპელი სოციალისტებისგან“, აქ ხელმოწერები წარმოდგენილი იყო ვადაში, თუმცა შემოწმების შედეგად, ხელმოწერების ნაწილი გაბათილდა ისე, რომ საბოლოო ჯამში, 25 ათასი არ დარჩა. შემდეგ გასაჩივრდა სასამართლოში, მაგრამ ვადის გასვლის გამო საკითხი არ განხილულა“, - განაცხადა სანტურიანმა.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი 11 პოლიტიკურ პარტიას უთხრა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას