„ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა:

საქართველოს მწვანეთა პარტია - გია გაჩეჩილაძე ;

სამართლიანობისთვის - ეკა ბესელია ;

დროა - ელენე ხოშტარია;

გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ ჯაფარიძე ;

ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია;

კანონი და სამართალი - თაკო ჩარკვიანი;

ლელო საქართველოსთვის - მამუკა ხაზარაძე ;

ახალი - ნიკა მელია ;

მოქალაქეები - ქეთევან თურაზაშვილი ;

ანა დოლიძე ხალხისთვის - კახაბერ დვალიშვილი ;

თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა - ირაკლი ჯამბურია;

სტრატეგია აღმაშენებელი - პაატა მანჯგალაძე;

ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია;

რესპუბლიკური პარტია - დავით ბერძენიშვილი ;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თინა ბოკუჩავა ;

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე;

ეროვნულ - დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა;

დამოუკიდებელი დეპუტატები:

ნატო ჩხეიძე;

როსტომ ჩხეიძე;

თამარ კორძაია;

ხატია დეკანოიძე;

არმაზ ახვლედიანი.

„ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

­­

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას