ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძედა დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკელ კონგრესმენებთან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან: ტომ კეინთან, კიტ სელფთან, უილიამ კიტინგთან და ჯიმ კოსტასთან.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში საქართველოს მნიშვნელობაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონში აშშ-ს ჩართულობის აუცილებლობას და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას