შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის მაჟილისის (ქვედა პალატის) თავმჯდომარეს, ერლან კოშანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობა, როგორც საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კარგი შესაძლებლობა.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისტორიულად მჭიდრო კავშირებს ქართველ და ყაზახ ერებს შორის.

შალვა პაპუაშვილმა ყაზახურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, აგრეთვე, მწუხარება გამოთქვა ყაზახეთში მიმდინარე სტიქიის გამო და გამოხატა თანადგომა სტიქიასთან გამკლავების საქმეში.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებების ფართო სპექტრზე. განიხილეს თანამშრომლობა პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შუა დერეფნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ასათვისებლად.

ყაზახეთის მხარემ გამოხატა სხვადასხვა სფეროში რეფორმების მხრივ საქართველოს გამოცდილების გაზიარების მზაობა.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.

საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის, ასევე, პარლამენტებუმის დღის წესრიგში არსებული ძირითადი საკითხების თაობაზე.

შალვა პაპუაშვილმა ყაზახი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას