ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა KIU-ს სტუდენტებს და წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი რეგიონები - საქართველოს გზა ევროპისკენ“.

მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, ქვეყნის თანაბარზომიერ და მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე, საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებისათვის საერთაშორისო მაგისტრალური გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგებსა და გეგმებზე, რომლებიც აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და ქმნის ინვესტიციების მოზიდვის მეტ შესაძლებლობას.

„ვიზიტისას მინისტრმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, KIU-ს რექტორ, პროფესორ ალექსანდრე თევზაძესთან, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორ მიხეილ ჩხენკელთან, უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად, საუნივერსიტეტო ქალაქის ახალი სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსების მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ.“ უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: www.kiu.edu.ge)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას