განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი.

მიხეილ ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის მათემატიკური საზოგადოების და ამერიკის მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. იგი მონაწილეობს ახალი კურიკულუმების შემუშავებაში და კვლავ კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები ამერიკის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. მიხეილ ჩხენკელი არის ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

მიხეილ ჩხენკელი 2016-17 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისა და ნაყოფიერი ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის მიხეილ ჩხენკელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

2017-18 წლებში მიხეილ ჩხენკელი იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2018 წელს იგი ევროპის აკადემიამ (Academia Europaea) საპატიო წევრად აირჩია.

2018-19 წლებში მიხეილ ჩხენკელს განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს
ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა
მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლისთავს ულოცავს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.02.2022
400-ზე მეტ სკოლაში მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას სკოლის ექიმები უზრუნველყოფენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში მორიგ წარმატებას მიაღწია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 კლასი იმყოფება
თავდაცვის მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი 3 წევრი კი მკურნალობას კვლავ სახლში განაგრძობს
მინისტრები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსს სახლში გადიან და მუშაობას დისტანციურ ფორმატში აგრძელებენ
4 მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს და მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2022 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას იწყებს
ამ დროისთვის, ვაქცინაცია საქართველოში არსებული სკოლების პერსონალის 73%-ს აქვს ჩატარებული
მიხეილ ჩხენკელი - დაარსებიდან დღემდე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარების საქმეში და ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებაში
ირაკლი ღარიბაშვილი - დღიდან დაარსებისა, ტექნიკური უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში
მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა გუნდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველი ადგილი და NASA-ს საგზური მოიპოვა
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა