ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის „რა? სად? როდის?" თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს

კახეთის რეგიონში პოპულარული თამაში „რა? სად? როდის?" ევროპის შესახებ ჩატარდა, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

თამაშის კითხვები მომზადებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, რომ მათ მხიარული და ინტერაქტიური გზით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.

მათივე ცნობით, თელავის თამაშებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ნიკოლას სენდროვიჩი დაესწრო. მან ხაზი გაუსვა ამ სახის ინიციატივების მნიშვნელობას.

„ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს ახალგაზრდებსა და მათ განათლებას, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ჩვენი მომავლის საყრდენია. ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა თამაში „რა? სად? როდის?" ევროპის შესახებ, ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს შევუთავსოთ განათლება და გართობა იმ სახით, რომ ახალგაზრდები ხალისიანი და ამავდროულად ინფორმირებულები იყვნენ. გვიხარია, რომ მომდევნო წლის მანძილზე, ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ მათი ცნობისმოყვარეობა და ცოდნის მიღება ახალგაზრდებისთვის სასიამოვნო და შინაარსობრივი ფორმით", - განაცხადა სენდროვიჩმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „რა? სად? როდის?" თამაშების სერიას თამაშის ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა წევრები უძღვებოდნენ.

„წლის განმავლობაში თამაშები არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში მათ შორის თბილისის თერთმეტ რაიონში და არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდება. თამაშში მონაწილეობა და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის.

2023 წლის ივნისში მარათონი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიწყო, სადაც თამაშში ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მომზადებული ამ თამაში-ვიქტორინის მიზანია, ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის მიღება უფრო სახალისო და ინტერაქტიური გახადოს. მარათონი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 2024 წლის გაზაფხულზე თბილისში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას