შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუსს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკა დადებითად შეფასდა.

შალვა პაპუაშვილმა რუმინულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე ენერგეტიკის სექტორებში. რუმინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ორ ძირითად მიმართულებაზე - უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ამ მხრივ კი, საპარლამენტო დიპლომატიის როლი მზარდია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სწორად უნდა იყოს გამოყენებული. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო– რუმინეთს შორის საბორნე ხაზის გახსნას, აგრეთვე, ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას შავი ზღვის დაკავშირებადობისა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით.

შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით საქართველოს პროგრესი გააცნო და რუმინეთის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მიღების იმედი გამოთქვა. მარჩელ ჩოლაკუსმა აღნიშნა, რომ რუმინეთი გულით გულშემატკივრობს საქართველოს და გააგრძელებს მის მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მან მოუწოდა ქართულ მხარეს, მაქსიმალურად გამოიყენოს რუმინეთის რესურსი საქართველოს პროგრესის ხელშესაწყობად.

მხარეებმა გამოხატეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გენრიეტა წიწავა, ეკატერინე სეფაშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას