ფრაქცია  „ქართულ ოცნებას“ ხუთი ახალი დეპუტატი ჰყავს

ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხუთი ახალი დეპუტატი ჰყავს. პარლამენტმა გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანისა და ირაკლი კირცხალიას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

ისინი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტიდან წასული, ფრაქცია “ქართული ოცნების” ხუთი წევრის ადგილმონაცვლედ შევიდნენ. პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის გათვალისწინებით, გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლე იყო, თენგიზ შარმანაშვილი - ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე, ხოლო მერაბ ქვარაია - გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლე. სალომე ქურასბედიანმა ნინო იობაშვილი შეცვალა, ხოლო ირაკლი კირცხალიამ - ვლადიმერ ჩაჩიბაია.

როგორც ცნობილია, გიორგი ამილახვარმა პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

რაც შეეხება სხვებს, არსებული ინფორმაციით, ფრაქცია “ქართული ოცნების“ დანარჩენი ოთხი დეპუტატის პარლამენტიდან წასვლა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის პროექტს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს უკავშირდება, თუმცა პარლამენტიდან წასულმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნინო იობაშვილმა და გიორგი ხელაშვილმა სხვა თანამდებობები დაიკავეს და მათ ფორმალურად სადეპუტატო უფლებამოსილება ამ საფუძვლით შეუწყდათ. კერძოდ, ჩაჩიბაია და იობაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდა.

პარლამენტი პირადი განცხადებით დატოვა ირაკლი კოვზანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას