1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1995 წელს - ეკონომიკის ფაკულტეტი.
1984-1987 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტი; 1988-1990 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1990-1991 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1991-1999 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის დოცენტი;
1993-1998 წწ. სს "კომერციული ბანკი კრწანისი", მარკეტინგისა და სავალუტო ოპერაციების განყოფილების უფროსი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი; 1998-2003 წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", გენერალური დირექტორი; 2003 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე; 2008-2012 წწ. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი; 2012-2015წწ. სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016 წწ. საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარე.
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-).
- ერთი სახელმძღვანელოსა და შვიდი მონოგრაფიის ავტორი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ასევე, 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის მათემატიკასა და ეკონომიკაში.