პარლამენტში „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატის ადგილმონაცვლედ გიორგი ჩაკვეტაძე, თენგიზ შარმანაშვილი, მერაბ ქვარაია, სალომე ქურასბედიანი და ირაკლი კირცხალია შევლენ, რომელთა უფლებამოსილების საკითხს ხვალ განიხილავენ

პარლამენტიდან წასული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის ადგილმონაცვლედ პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე, თენგიზ შარმანაშვილი, მერაბ ქვარაია, სალომე ქურასბედიანი და ირაკლი კირცხალია შევლენ.

ახალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს 4 აპრილის სხდომაზე ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

პარტია “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლედ შედის. თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა, ხოლო მერაბ ქვარაია - გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლე. სალომე ქურასბედიანი ნინო იობაშვილს ცვლის, ხოლო ირაკლი კირცხალია - ვლადიმერ ჩაჩიბაიას.

როგორც ცნობილია, გიორგი ამილახვარმა პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

რაც შეეხება სხვებს, არსებული ინფორმაციით, ფრაქცია “ქართული ოცნების“ დანარჩენი ოთხი დეპუტატის პარლამენტიდან წასვლა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის პროექტს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს უკავშირდება, თუმცა პარლამენტიდან წასულმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნინო იობაშვილმა და გიორგი ხელაშვილმა სხვა თანამდებობები დაიკავეს და მათ სადეპუტატო უფლებამოსილება ამ საფუძვლით შეუწყდათ. კერძოდ, ჩაჩიბაია და იობაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდა.

პარლამენტი პირადი განცხადებით დატოვა ირაკლი კოვზანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას