მარცვლეული კულტურების სექტორის წარმომადგენლები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს, ფერმერთა სათათბიროს ინიციატივით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ოთარ დანელიასა და მარცვლეული კულტურების სექტორის წარმომადგენელ ასოციაციებს შორის, დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელიც ხორბლის იმპორტის შემცირების შედეგად გამოწვეულ საკითხებს ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციებმა სამ პუნქტიანი შეთავაზება წარადგინეს, რომელიც, მათივე განცხადებით, მისაღები იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი სექტორის და დარგში მომუშავე ფერმერებისთვის.

„როგორც დარგის ექსპერტები განმარტავენ, ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას.

როგორც მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციებს მთავრობასთან გამართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას